Wednesday, December 12, 2012

ქრისტიანული ბერ - მონაზვნობა

ქრისტიანული  ბერ - მონაზვნობა  III საუკუნეში  ეგვიპტეში  წარმოიშვა. ბერმონაზვნობის  დამაარსებლად  ითვლება  წმინდა  ანტონი.  გადმოცემით,  როცა  ერთხელ   წმინდა   ანტონი  ეგვიპტის  უდაბნოში   მიდიოდა,  მას   ეჩვენა  უფლის  ანგელოზი, რომელიც  შენაცვლებით  მუშაობდა  და  ლოცულობდა. ანგელოზმა  უთხრა  წმინდა  ანტონს, ენც  ასე  მოიქეცი  და  ცხოვრებას   მოიპოვებო.განდეგილის  ძირითად  კანონად   გადაიქცა  მხურვალე  ლოცვა  და  გამუდმებული  მუშაობა.ქრისტიანებს, რომლებსაც  გაგონილი  ჰქონდათ  ანტონის  წმინდანობის  შესახებ, მის  გვერდით  სახლდებოდნენ. ასე  შეიქმნა  ერთ - ერთი პირველი  ქრისტიანული ბერმონაზვნური  თემი   მონასტერი.  
   შემდგომში  მონასტრის  რაოდენობამ  იმატა.  მონასტრების  სათავეში  იღუმენები  იდგნენ.
     საქართველოში  პირველი  მონასტრები   ვახტანგ  გორგასალმა  დაარსა  V   საუკუნის   მეორე  ნახევარში.   საქართველოში   სამონასტრო   მოღვაწეობამ  განსაკუთრებით  ფართო  ხასიათი    მიიღო   VI  საუკუნეშიასურელ  მამათა  მოსვლის  შემდეგ.
   დასავლეთ  ევროპაშში  ბერ - მონაზვნობის დამაარსებლად   ითვლება   წმინდა  ბენედიქტე,  რომელიც   VI  საუკუნის   პირველ  ნახევარში  ცხოვრობდა. მან  შექმნა  პირველი  სამონასტრო  წესდება.დასავლეთ  ევროპაში  მონასტრებს  საააბატოებს  უწოდებდნენ, ხოლო მათ  წინამძღვრებს  აბატებს.
     მონასტრებში  ხდებოდა   ხელნაწერების  გადაწერა,  ბევრ  მონასტრებთან   არსებობსა  სკოლა.  ზოგ  მონასტრებში   ეწეოდნენ  მეცნიერულ  - თეოლოგიურ  მოღვაწეობას.
    თუ  ქრისტიანული  სამყაროს   პატრიარქებს  შორის   საქართველოს   კათალიკოს  -  პატრიარქს    რომის,  ალექსანდრიის,  ანტიოქიის,  კონსტანტინეპოლისა  და   იერუსალიმის  პატრიარქებს  შორის  მეექვსე  ადგილი  ეკავა, 1054 წლის  საეკლესიო  განხეთქილების   შემდეგ   მართმადიდებლურ  სამყაროში საქართველოს  კათალიკოს  -  პატრიარქმა მეხუთე  ადგილზე  გადმოინაცვლა  ალექსანდრიის, ანტიოქიის,  კონსტანტინეპოლისა  და  იერუსალიმის  პატრიარქებს  შორის.
     თითეულ  პატრიარქსისტორიულად  ჩამოყალიბებულ  სახელს  უწოდებდნენ.
    რომის --  პაპი,  კონსტანტინეპოლის --არქიეპისკოპოსი,  ალექსანდრიის --პაპი, იერუსალიმის --- არქიეპისკოპოსი, ანტიოქიის  ეკლესიის თავი მოიხსენიება  უპირატესად   პატრიარქად.
  
    
         

Monday, October 22, 2012

ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა

,, როდესაც საზეიმო მომენტში პიუს VII-ემ ასწია დიდი საიმპერატორო გვირგვინი, რათა იმპერატორის თავზე დაედგა, ისე როგორც ათი საუკუნის წინათ პიუს VII-ის წინამორბედმადაადგა გვირგვინი კარლოს დიდს, ნაპოლეონმა უეცრად ხელიდან გამოსტაცა მას ეს გვირგვინი და თვითონ დაიდგა თავზე. ამის შემდეგ დედოფალმა ჟოზეფინამ  დაიჩოქა იმპერატორის წინაშე და ნაპოლეონმა თავზე დაადგა მას მომცრო ზომის გვირგვინი.
ამ ჟესტს განსაკუთრებული აზრი ჰქონდა. ნაპოლეონს არ სურდა, რომ რომის პაპის დალოცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა მისცემოდა. ამ ზეიმში საფრანგეთის რევოლუციის მიერ წარმოშობილმა ძლევამოსილმა ჯარისკაცმა არ ისურვა, თუ არა საკუთარი ხელით, სხვა ვინმესაგან მიეღო გვირგვინი."

Thursday, August 9, 2012

ნიკოფსია




უძველესი დროიდან საქართველოს ჩრდილო - დასავლეთ საზღვარი ნიკოფსიამდე აღწევდა. ეს გეოგრაფიული პუქტი კი ტუაფსეს რეგიონშია საძიებელი. ლეონტი მროველი  XI  წერდა: ,, მისვე ადენკის მეფობასა მოვიდეს  ათორმეტთა წმინდა მოციქულთაგანნი ანდრია და სვიმონ კანანელი აფხაზეთს სა ეგრისს. და მუნ აღესრულა  წმინდა  სვიმონ ქალაქსა ნიკოფსიასასა, საზღვარსა ბერძენთასა“. იმავე  XI საუკუნის მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი  ანტიოქიის პატრიარქს უხსნიდა: ,, ერთი წმინდა ათორმეტთა  მოციქულთაგანი     -   სვიმონ ვიტყვი კანანელსა - ქვეყანასა ჩვენსა დამარხულ არს, აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდება.
 
   ქართული  წყაროები ნიკოფსიას უცილობლად საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ. შესაბამისად, იქამდე გადაჭიმული ტერიტორიაც ქართველთა ქვეყანა იყო. შემთხვევითი  არ არის, რომ გიორგი მთაწმინდელი, რომელიც წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან იყო, საგანგებოდ მიუთითებს, რომ იმონ კანანელი ,, ქვეყანასა ჩვენსა დამარხულ არს“. ეს შკარად მეტყველებს, ერთ მხრივ, საერთო ქართულ ცნობიერებაზე და მეორე მხრივ ნიკოფსიის საქართველოსადმი კუთნილებაზე. გვიან შუა საუკუნეეებში ჩრდილო-დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან წარმართულმა მიგრაციის პროცესმა საგრძნობლად  შეამცირა  ქართული ელემენტი  გაგრა-ტუაფსეს რეგიონში. თადადათან ქვეყნის საზღვარმა ნიკოფსიიდან ოდნავ სამხერთ-აღმოსავლეთით გადნოინაცვლა მდ. ფსოუზე.

Wednesday, July 25, 2012

როგორ მიიღო ქრისტიანობა კიევის რუსეთმა

   ძველრუსული მატიანე  ,, დარდასულ დროთა ამბავი" გადმოქვცემს, თუ  როგორ ირჩევდა კიევის მთავარი ვლადიმირ სვიატოსლავის ძე სარწმულეობას.
    ვლადიმირმა უარყო ისლამი იმის გამო, რომ ეს რელიგია კრძალავდა ალკოჰოლურ სასმელებს. მან მუსლიმების წარმომადგენლებს უთხრა: ,, რუსეთს აქვს სმის ხალისი და მის გარეშე არ შეუძლიაო".
      იუდაიზმის მიმდევრებმა ვადიმირის შეკითხვაზე, თუ სად ცხოვრობდნენ ებრაელები, უპასუხეს: ,, ჩვენი მიწა იერუსალიმია, მაგრამ ღმერთი გავარისხეთ და დაგვფანტა სხვადასხვა ქვეყანაშიო". ამაზე გაოგნებულმა ვლადიმირმა უთხრა მატ: ,, მაშ როგორ ურჩევთ თქვენ სარწმუნოებას სხვას, როცა ტავად ღვთისაგან უარყოფილი და დაფანტული ხართ? ან იქნებ  ჩვენთვისაც იგივე გსურთო?"
    აღვირახსილ და ტავაშვებულ კიევის თვარს არც ქრისტიანობა მოეწონა, რადგან ეს სარწმუნოება თავისი მიმდევრებისაგან მაღალ ზნეობას მოითხოვდა.
    ამგვარად, ძველრუსულ მატიანეში შემონახული ცნობით, ვლადიმირმა თავდაპირველად უარყო ერთი ღმერთის ამღიარებელი რელიგიები და  ერთგული დარჩა  მრავალღმერთიანი, აღმოსავლური საჭმუნოების. 
  მაგრამ ვლადიმირი თანდათანობით ქრისტიანობისკენ გადაიხარა.  ქრისტიანობის მიღება მას შეიყვანდაევროპის ქრისტიანულ სამყაროში. დაიწყო კიევის რუსეთისა და ბიზანტიის ხანგძლივი მოლაპარაკება. მხარეები თითქმის შეთახმდნენ, რომ რუსეთი მიიღებდა აღმოსავლურ ქრისტიანობას, ხოლო ბიზანტიის იმპერატორი ბასილ II მიათხოვებდაკიევის მთავარს ვლადიმირს თავის ასულ ანას.
988 წელს კიევის რუსეთმა ქრისტიანობა მიიღო, კიევში აღმართული აღმოსავლეთ სლავების მთავარი ღვთაების  ჭექა ქუხილის ღმერთის - პერუნის კერპი დნეპრში გადააგდეს.

ლეგენდა ჭადრაკის შესახებ



       

         ძველ ინდოეთში ერთმა ბრძენმა 64-უჯრედიან დაფაზე სპილოს ძვლისაგან გაკეთებული ინდოეთის ჯარის ოთხი სახეობის შესატყვისი ფიგურების გადაადგილებით, თამაშის მკაცრი წესები გამოიგონა. ეს თამაში იმავდროულად საომარ მოქმედებებსაც ასახავდა. უძველესი ლეგენდა კი მოგვითხრობს, რომ ახალი თამაშით მოხიბლულმა მეფემ ბრძენის დაჯილდოვება გადაწყვიტა და ჰკითხა, თუ რას მოითხოვდა გამოგონების საფასურად. ბრძენმა მორიდებით სთხოვა, მისთვის პირველ უჯრედში -1, მეორეში - 2, მესამეში -4, მეოთხეში - 16 და ასე, ყველა მომდევნო უჯრედში თვის თავზე გამრავლებულ რიცხვთა ჯამის რაოდენობის  ხორბლის მარცვალი მიეცა. მეფეს გაეცინა და ბრძანა - საფასური მეფის ბეღლიდან გაეცათ. ბრძანება ვერ შესრულდა, რადგან მიუხედავათ იმისა, დაიცალა არა მატო მეფის, არამედ სახელმწიფო ბეღელებიც,ბრძენმა საფასური მაინც ვერ მიიღო.
     ინდოელი ბრძენის მიერ გამოგონებულ თამაშს არაბებმა  ,, შატრანდი" უწოდეს და მისი თამაშის წესები აზიისა და ევროპის ქვეყნებს გააცნეს. ასე გავრცელდა მსოფლიოში ცნობილი თამაში - ჭადრაკი.

XIII საუკუნის ქართული ლიტერატურა

XIII საუკუნეში მოღვაწეობდა  აბსერიძე ტბელი,რომელმაც დაწერა ,,სასწაული წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი" ამ ნაწარმოებში ასევე აღწერილია აჭარაში ( შუანტყალში) მონასტრის მშენებლობის ისტორია.
  XIII საუკუნის ბოლოს მაკარი მესხმა სირიულიდან თარგმნა ,, პეტრე იბერის ცხოვრება" ( თავად ეს ძეგლი V საუკუნეში დაიწერა).
   XIII საუკუნეში დაიწერა  ,, ლუკა იერუსალიმელის წამება". ლუკა მუხაისძე იყო ჯვრის მონასტრის წინამძღოლი.როდესაც მონასტერი მუსლუმანებმა მოიტაცეს, ლუკამ არ უარყო ქრისტიანობა, რის გამოც ის სიკვდილით დასჯეს.სწორედ მისი მიწამეობრივი ცხოვრებაა აღწერილი  ზემოთ ხსენებულ თხზულებაში.

კოხტსთავის შეთქმულება


მონღოლთა ბატონობა სულ უფრო დაუფრო მძიმდებოდა. ქართველები არ აპირებდნენ ასე ადვილად შეჰგუებოდნენ თავისუფლების დაკარგვას. ჯავახეთში, კოხტასთავზ შეიკრიბნენ: ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ყვარყვარე ჯაყელი, სარგის თმოგველი და სხვანი. მათი მიზანი დიდი აჯანყების მომზადება იყო. მონღოლებმა შეთქმულების სესახებ შეიტყვეს და მისი მონაწილეები დააპატიმრეს. გადარჩნენ მხოლოდ ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი კახაბერისძე, რომლებმაც ადრე დატოვეს სეკრება. დაპატიმრებულები ანისში წაიყვანეს. ხელ-ფეხი შეუკრეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს  და მზეზე დატარეს.ცოტნე დადიანმა შეიტყო ქართველი დიდებულების შეპყრობის ამბავი მან ორი მსახური იახლა და ანისში წავიდა. ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს: ,, ცოტნე დადიანი მოვიდსა ორითა კაცითა და განიძარცვა სამოსელი შეკრული დაჯდა ქართველთა თანა"- მოახსენეს მონღოლებმა ნოინს. კითხვაზე თუ რატომ მოიქცა ასე, ცოტნემ უპასუხა: რომ მისი მეგობრები უდანაშაულო იყვნენ და თუ მათი დასჯა იყო საწირო, ისიცმათტან ერთად იმყოფებოდა შეკრებაზე და ისიც დასაჯელი ყოფილა. მემატიანე მოგვითხრობს, რომ ცოტნეს პასუხის მოსმენის შემდეგ ნოინმა ბრძანა: ,, ვინათგან ნათესვნი ქართველთანი ესოდენ კეთილ არიან და არა განცრუვდებიან რომელ აფხაზეთით მოვიდა კაცი, რათა დადვას სული თავისი მოყვასისათვის და არა განცრუნვეს, ესრეთ განწირა თავითვისი სიკვდიდ, არ არს სიცრუე მათ შინა და ამის ძლითუბრალოდ ვპოვეთ. ამისთვის განუტევეთ ყოველნი". შემდეგ ნოინმა ცოტნეს მიმართა: ,, განდგომილება ვგონებთ  თქვენ ქართველთა და აწ ვითარგან ჰყავ სათნოება კეთილი, ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ"
  ცოტნე დადიანმა ქართველი ტყვეები სიკვდილისაგან იხსნა.

რეკონკისტა

   ესპანელები ხალისით არ შეხვედრილან   711 წელს არაბთა  დაპყრობებს. ბრძოლა მათ შორის თანდათან სისტემური ხასიათი მიიღო.
    ესპანეთში მავრები მოსახლეობის უმცირესობას სეადგენდნენ, მაგრამ მათ საუკეთესო მიწები დაისაკუთრეს. მოსახლეობის უმრავლესობა ქრისთიანი იყო, ისინი მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად გადაიქცნენ.ძირძველი ქრისტიანი მოსახლეობა არაბებს დამპყრობლებად მიიჩნევდა და თანაუგრძნობდა  იმ ესპანელებს, რომლებიც გაიხიზნენ პირინეის ნახევარკუნძულის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ მთებში და იქედან ებრძოდნენ მავრებს.
   მავრების მიერ მიტაცებული ესპანური მიწების უკან დაბრუნების პროცესს რეკონკისტა უწოდეს. ის დაიწყო 718 წელს კოვადონგასთან ბრძოლით. ამ ბრძოლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მავრები დამარცხდნენ.მათი წინსვლა ჩრდილოეთ ესპანეთში შეჩერებული იქნა. ისინი იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.
   IX საუკუნეში მავრებისაგან დამოუკიდებელი გახდა   პირინეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და ნაწილობრივ  ცენტრალური ნაწილი.
   განსაკუთრებით მწვავე ხასიათი  მიიღო ბრძოლამ ესპანელებსა სამავრებს შორის XI საუკუნეში. ამ ბრძოლაში სახელი გაითქვა ესპანელმა რაინდმა  როდრიგო დიას დე ბივარმა, რომელსაც სიდ კამპეადორი უწოდეს. ესპანელმა ხალხმა მას მიუძღვნა პოემა ,,სიმღერა ჩემ სიდზე", სადაც ხოტბა შეასხა მის გმირულ შემართებას მავრებთან ბრძოლაში.
    XII_XIII საუკუნეებში კიდევ უფრო მეტად შევიწროვდა მავრების მიერ დაკავებული ტერიტორია. მავრებ დარჩათ მხოლოდ გრანადის საამირო. 1492 წელს კი ესპანელებმა შეძლეს გრანადის საამიროს განადგურებაც. ამით დასრულდა რეკონკისტა, რომელმაც თითქმის რვა საუკუნე გასტანა.

ვარძია





ვარძიის გამოქვაბულთა ანსამბლი მდებარეობს ასპინძიდან 30 კმ - ზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
ვარძია - ესაა მონასტერი - სიმაგრე. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 სიმაღლეზე. კომპლექსის სიგრძე 900 - მდეა, განლაგებულია იარუსებად 100 სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3 - დან 13 - მდეა. მასში 600 - ზე მეტი სათავსია. აქ არის სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები
                                                                     25 მარანი    185 ქვევრით.

მისი მშენებლობა დაიწყო მეფე გიორგი III - და დაამთავრა მისმა შვილმა - თამარ მეფემ, რომელმაც მას თავდაპირველი სამხედრო ციხე-სიმაგრის დანიშნულება შეუცვალა და უზარმაზარ გამაგრებულ მონასტრად წარმოგვიდგინა.
ანსამბლი ძირითადად 1156 - 1203 წლებში შეიქმნა, აკურთხეს 1185 წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მშენებლობითი სამუშაოები შემდეგშიც მიმდინარეობდა.
ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. აქ შემორჩენილია კედლის შესანიშნავი მხატვრობა, რომელიც ვინმე გიორგის შესრულებულია. კედელზე გამოსახულნი არიან გიორგი III, თამარ მეფე და სხვა დიდებულები. თამარის შემორჩენილი ოთხი პორტრეტიდან ესაა ყველაზე ადრეული, თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. აქვეა ღვთისმშობელი ყრმით ხელში, თორმეტი მოციქული, სახარების ციკლის სცენები და სსვა.
 XIII - XIV საუკუნეთა მიჯნაზე აშენებული სამრეკლო, შემკული ორნამენტებით. კარიბჭის ფართო თაღი ერთადერთი და მთავარი არქიტექტურული ელემენტია მონასტრის ფასადის გაფორმებაში. სათავსოს დასამშვენებლად გამოყენებული ყოფილა გამომწვარი თიხის მოჭიქული ფერადი ფილები.
ვარძიაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე იოანე შავთელი, რომელმაც აქ შექმნაგალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი.”
1551 წელს ვარძია აიღო და დაარბია ირანის შჰამა თამაზ I-მა. სპარსელებმა გაიტაცეს ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და მრავალი განძი. 1578 წელს ვარძია თურქებმა დაიპყრეს. იგი ისევ გაიძარცვა. ბერები კი - ნაწილი დახოცეს, სხვები კი სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ და აქაურობა გაუკაცრიელდა. 1861 წელს საქართველოს ეგზარქოსის პალადის კურთხევასთან დაკავშირებით ვარძიაში  დროებით განახლდა  წირვა-ლოცვა.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვარძიაში ჯერ ტურისტული ბაზა, 1983. კი მუზეუმი დაარსდა. 1989. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია  მეორის ლოცვა-კურთხევით ვარძიაში აღსდგა ღვთისმსახურება, ხოლო 1999 წლიდან კი განახლდა სამონასტრო ცხოვრება.
სამწუხაროდ ვარძიის კომპლექსი დგეს მეტად მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას.
მიუხედავად იმისა, რომ დროთა სვლაში დაინგრა, დაიშალა და განადგურდა ვარძიის კომპლექსის დიდი ნაწილი, იგი დღესაც აოცებს მნახველებს თავის გრანდიოზულობითადა სინატიფით.