Thursday, June 14, 2012

სალომე დადიანი


სალომე დადიანი და მისი შთამომავლები
 
დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი სალომე დადიანი (1848-1913) ზუგდიდში დაიბადა, მაგრამ სულიერად იგი დასავლეთ ევროპის პირმშო უფრო იყო. 1857 წელს, როცა სალომე ჯერ კიდევ ბავშვი გახლდათ, სამეგრელოს მართვის სადავეები რუსეთის იმპერიამ აიღო ხელში, რასაც ათიოდე წლის შემდეგ სამთავროს ოფიციალური გაუქმება მოჰყვა. ამის შემდეგ სალომეს დედა, ეკატერინე, რომელმაც სალომეს ძმის, ნიკოს, მეურვის სტატუსით ეს პროვინცია ოთხი წლის მანძილზე მართა, ოჯახთან ერთად სამეგრელოდან გაემგზავრა და ჯერ სანკტ-პეტერბურგში დასახლდა, შემდეგ კი საცხოვრებლად საფრანგეთსა და გერმანიაში გადავიდა.

სალომე ბავშვობაში
პარიზში ეკატერინეს შვილები _ სალომე, ნიკო და უმცროსი ძმა ანდრია _ ფრანგი არისტოკრატების წრეში ტრიალებდნენ, სადაც ემიგრანტი დადიანები დიდი აღტაცებით მიიღეს. ეკატერინემ იცოდა, თუ როგორ მოეხდინა შთაბეჭდილება. საზოგადოებაში მას ყოველთვის ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი სეფე-ქალები ახლდნენ და თავი მუდამ მედიდურად ეჭირა, როგორც ეს იდუმალი აღმოსავლური ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს შეეფერებოდა.

სალომე  პარიზში მეგობართან ერთად
1868 წელს 21 წლის ასაკში სალომე საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრს, შარლ ლუი ნაპოლეონ აშილ მიურატს (1847-1895), მისთხოვდა. მათი ქორწინება პარიზში წლის მოვლენად აღიარეს. კათოლიკური საქორწინო ცერემონიალი ტიუილრის სასახლის ეკლესიაში გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III და დედოფალი ეჟენი დე მონტიჟო ესწრებოდნენ. იმპერტორმა წყვილს საქორწინოდ ერთი მილიონი ფრანკი მიართვა და პარიზში სასახლე აჩუქა. ახალდაქორწინებულებმა მდიდრული საჩუქრები რუსეთის ხელმწიფისგანაც მიიღეს






                                                         აშილ მიურატი
სალომეს ქმარი აშილ მიურატი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-ჯერსიში დაიბადა. იგი ლუსიენ მიურატისა (1803-1878) და მისი ამერიკელი მეუღლის, ქეროლაინ ჯორჯიანა ფრეიზერის (1810-1879), ვაჟი გახლდათ. მას წარმოსადეგ, ქერა, კეთილ და კარგად აღზრდილ ახალგაზრდად ახასიათებდნენ. სამხედრო ინსტიტუტში განათლების მიღების შემდეგ იგი საფრანგეთის არმიაში ლეიტენანტად გაამწესეს. იგი პირველად ალჟირში დანიშნეს, სადაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა 1870 წლამდე, როდესაც საფრანგეთსა და პრუსიას შორის ომი დაიწყო და მას საფრანგეთში დაბრუნება მოუწია. პრუსიის სწრაფი და დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის პარლამენტმა მონარქია გააუქმა.



ორმოც მოწამეთა ეკლესია VI საუკუნე 

სასწავლო დამატებითი მასალები

მარო მაყაშვილი .დღიური

http://en.calameo.com/read/00448966964b2b17413ae