Thursday, August 9, 2012

ნიკოფსია




უძველესი დროიდან საქართველოს ჩრდილო - დასავლეთ საზღვარი ნიკოფსიამდე აღწევდა. ეს გეოგრაფიული პუქტი კი ტუაფსეს რეგიონშია საძიებელი. ლეონტი მროველი  XI  წერდა: ,, მისვე ადენკის მეფობასა მოვიდეს  ათორმეტთა წმინდა მოციქულთაგანნი ანდრია და სვიმონ კანანელი აფხაზეთს სა ეგრისს. და მუნ აღესრულა  წმინდა  სვიმონ ქალაქსა ნიკოფსიასასა, საზღვარსა ბერძენთასა“. იმავე  XI საუკუნის მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი  ანტიოქიის პატრიარქს უხსნიდა: ,, ერთი წმინდა ათორმეტთა  მოციქულთაგანი     -   სვიმონ ვიტყვი კანანელსა - ქვეყანასა ჩვენსა დამარხულ არს, აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდება.
 
   ქართული  წყაროები ნიკოფსიას უცილობლად საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ. შესაბამისად, იქამდე გადაჭიმული ტერიტორიაც ქართველთა ქვეყანა იყო. შემთხვევითი  არ არის, რომ გიორგი მთაწმინდელი, რომელიც წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან იყო, საგანგებოდ მიუთითებს, რომ იმონ კანანელი ,, ქვეყანასა ჩვენსა დამარხულ არს“. ეს შკარად მეტყველებს, ერთ მხრივ, საერთო ქართულ ცნობიერებაზე და მეორე მხრივ ნიკოფსიის საქართველოსადმი კუთნილებაზე. გვიან შუა საუკუნეეებში ჩრდილო-დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან წარმართულმა მიგრაციის პროცესმა საგრძნობლად  შეამცირა  ქართული ელემენტი  გაგრა-ტუაფსეს რეგიონში. თადადათან ქვეყნის საზღვარმა ნიკოფსიიდან ოდნავ სამხერთ-აღმოსავლეთით გადნოინაცვლა მდ. ფსოუზე.