Wednesday, April 24, 2013

სოლომონ დოდაშვილი

     სოლომონ  დოდაშვილი  XIX საუკუნის გამოჩენილი მეცნიერი და  მოაზროვნე  იყო.ის  დაიბადა 1805 წ  სოფელ მაღაროში გლეხის  ოჯახში.სოლომონ  დოდაშვილი  იყო პირველი გლეხის  ოჯახიდან  ვინც  მიიღო  განათლება პეტერბურგის  უნივერსიტეტში.
    1827 წ სოლომონ  დოდაშვილმა  გამოსცა ,, ლოგიკის" სახელმძღვანელო, ხოლო1830 წ. ,, შემოლკლებული ქართული გრამატიკა".
   1827 წ. დაამთავთა  პეტერბურგის  უნივერსიტეტი. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში. სამშობლოში  დაბრუნებისთანავე  მუშაობას  იწყებს  პედაგოგად.
   1832 წ. მან  დაარსა ჟურნალი ,, სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებათანი". თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში.
       ის აქტიურად  მონაწილეობდა 1832 წ. შეთქმულების  მომზადებაში. გამარჯვების  შემთხვევაში   სოლომონ  დოდაშვილი  ე. წ. კონსტიტუციური  რესპუბლიკის შექმნას  მოითხოვდა. შეთქმულება  მარცხით  დამთავრდა  ის 1834 წ მეუღლესთან  და  ორ  შვილთან  ერთად  გადაასახლეს  ვიატკაში, სადაც 1836წ  31 წლისა ჭლექით  გარდაიცვალა.


Thursday, April 11, 2013

ბახტირონის აჯანყება

    XVII  საუკუნის  50-იანი წლების  ბოლოს უმძიმესი მდგომარეობა  შეიქმნა კახეთში. ირანის შაჰმა აბას II-მ თავისი წნაპრის აბას I -ის , პოლიტიკა  განასხლა  და  კახეთში მომთაბარე თურქმანების  ჩამოსახლება  დაიწყო.ჩამოასახლეს დაახლოებით 80 ათასამდე თურქმანი. კახეთი  კუიდევ  ერთხელ  დადგა  გადაგარების და  გადაშენების  საფრთხის  წინაშე.თურქმანები  ყოველმხრივ  ჩაგრავდნენ  და ავიწროვებდნენ  ქართველებს. თურქმანთა შორის მესაქონლეობა იყო  განვითარებული და მათ  მხოლოდ საძოვრები  აინტერესებდათ. კახეთი კი მიწათმოქმედების,  მევენახეობა-მებაღეობის ქვეყანა იყო.თურქმანების  ჩამოსახლებამ  მძიმე  მდგომარეობაში  ჩააგდო  თუშები, ფშაველები და  ხევსურები.ირანის წინააღმდეგ  აჯანყებას  სათავეში  ჩაუდგნენ  ზაალ  არაგვი  ერისთავი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა  და ელიზბარ ქსნის  ერისთავები. აჯანყებაში  მონაწილეობა  მიიღეს თუშებმა- ზეზვა  გაფრინდაულის  მეთაურობით, ხევსურებმა  ნადირა  ხოშარაულის  წინმძღოლობით  და  ფშაველებმა  გოგოლაურის  თავკაცობით.  თუქმანებს  კახეთში  ორი  გამაგრებული პუნქტი  ჰქონდათ:  ბახტრიონის  ციხე  და ალავრდი. აჯანყება 1659 წ  მოხდა. არაგვის საერეისთაოს  ჯარი ზაალის შვილის ზურაბის სარდლობით და ქსნის ერისთავების ჯარი  ახმეტაში შეიკრიბნენ. ბახტრიონის ციხესთან მოვიდნენ ფშაველები, თუშები  და ხევსურები. კახელები  კი ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით ალავერდს  მიადგნენ. ქართველებმა  თითქმის ერთდროულად  შეუტიეს  ბახტრიონსა და ალავერდს  და ორივე  აიღეს.თურქმანთა  დიდი ნაწილი ამოწყვიტეს. შაჰის  ბრძანებით, ვახტანგ V-მ  ზაალ ერისთავს  თავი  მოაკლევინა.1662 წ თურქმენებნმა  ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა  და ელიზბარ ქსნის  ერისთავები სიკვდილით  დასაჯეს.ისინი ქართველებმა
იკორთის მონასტერში დაკრძალეს. ისისნი ეკელსიამ წმინდანებად  შერაცხა. კახეთი  ფიზიკურ  განადგურებას  გადაურჩა.

Tuesday, April 9, 2013

ჟონგლიორები

    ჟონგლიორები შუა  საუკუნეებში  ეწოდებოდათ  მოხეტიალე  მსახიობებსა და  მუსიკოსებს. ისინი  ხშირად  გამოდიოდნენ სოფლებში, ქალაქის  ქუჩებში,   ბაზრის  მოედნებზე.თვიანთი  სიმღერებით  დაკვრით,  პატარა  სცენების  გათამაშებით  ისინი  ართობდნენ  სავაჭროდ  და დღესასწაულებზე   შეკრებილ  ხალხს,  თხზავდნენ  და უყვებოდნენ  დამწრეებს  იგავ-არაკებს   და  მხიარული  შინაარსის  მოთხრობებს.  მათ  თან  დაჰყვებოდათ  გაწყრტნილი  ცხოველები,  უმთავრესად  დათვები   და   მაიმუნები.  ერთ-ერთმა  ჟონგლიორმა  ორ  მაიმუნს  აასხა   საჭურველი,   ძაღლებზე  შესვა  და  რაინდული ასპარეზობა  გაითამაშა.
   ჟონგლიორების  გამოსვლების  შინააარსი  შეესატყვისებოდა  გლეხების,  ხელოსნების,  ქარგლების,  წვრილი ვაჭრების  განწყობილებას,  მაგრამ მათი  გესლიანი  დაცინვები  პრივილეგირებული  წოდებების წარმომადგენლებზე   აღიზიანებდა  ხელისუფლებასა  და  სამღვდელოებას. თუ  ჟონგლიორები  სასურველი  სტუმრები  იყვნენ  ხალხის  შეკრებაზე,  სახელმწიფო  და  ეკლესია   ყოველნაირდ  ავიწროვებდა   და  დევნიდა  მათ.
     დროთა  განმავლობაში  იხვეწებოდა  ჟონგლიორთა ხელოვნება და  მახვილსიტყვიერება.  ზოგ  ქვეყანაში   ისინი  ერთიანდებოდნენ  ,,საძმოებად".
      ,,ჟონგლიორი"  ფრანგული სიტყვაა  და  ამჟამად  იხმარება  მხოლოდ   ცირკში.  ჟონგლიორებს  უწოდებენ  ცირკის  მსახიობებს,  რომლებსაც  აქვთ  უნარი  ერთდროულად  ააგდონ  და  დაიჭირონ  რამდენიმე  საგანი.

Thursday, April 4, 2013

პოლიტიკური რეჟიმების სახეები


პროექტის სახელი:  პოლიტიკური  რეჟიმები

პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები გაეცნობიან პოლირიკური  რეჟიმების  სახეებს  მსოფლიოში, ასევე  გაეცნობიან  თანამედროვე  მსოფლიოს  პოლიტიკურ  სისტემებს.ერთმანეთს  შეადარებენ პოლიტიკური  რჟიმების  სახეებს და  გამოყოფენ მის  დადებით  და  უარყოფით  მხარეებს.


პროექტის სრული აღწერა:
პოლიტიკური  რეჟიმი  წარმოადგენს  სახელმწიფოში ხელისუფლების  განხორციელების  ფორმას.სახელმწიფოში  ხელისუფლებას აკისრია     საკანონმდებლო,  სასამართლო  და  აღმასრულებელი   ფუნქციები. სხავადასხვა  სახის  პოლიტიკურ  რეჟიმში   ეს  ფუნქციები  სხვადასხვაგვარად   არის  გადანაწილებული.  ზოგჯერ  მათ  ერთი ადამიანი  ითვისებს, იმ  თავალსაზრისით,  რომ  ნებისმიერი გადაწყვეტილების  მიღება   ხდება  ერთპიროვნულად,  ერთი  ადამიანის  ან ადამიანთ მცირე  ჯგუფის ნება-სურვილის  მიხედვით   და  მათი  ინტერესებიდან  გამომდინარე.  დემოკრატიული  მმართვლიბის   პირობებში  კი ეს   სამი  ფუნქცია, ანუ  ხელისუფლების   სამი შტო  ერთმანეთისაგან   დამოუკიდებელია  და  ამასთანავე  ერთმანეთს  აკონტროლებს.მთლიანად  ხელისუფლება   კი  სამოქალაქო  საზოგადოების  წინაშეა   ანგარიშვალდებული,  ვინაიდან  სწორედ  მის მიერაა  არჩეული.


მონაწილეთა ასაკი:
VIII 
კლასი

ვადები / ხანგრძლივობა:
ორი  კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები:
მოეწყობა ფოტო და საარქივო მასალების გამოფენა, შეივსება სკოლის მუზეუმი, დამზადდება და გამოიფინება პოსტერები.

სარგებელი სხვებისათვის:
მიიღებენ მრავალფეროვან და სრულ ინფორმაციას პოლიტიკური  რეჟიმების   ისტორიაზე, მოსწავლეებს გაუღვივდებათ ინტერესი  წარსულის მიმართ და გაუღრმავდებათ პატრიოტული, მოქალაქეობრივი თვითშეგნება.

სამუშაო ენა:
ქართული.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლე იაზრებს პოლიტიკური  რეჟიმების ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობას; იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს; მოიპოვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას; უყალიბდება ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი.

პროექტის ფასილიტატორი:
ხათუნა  აფრიდონიძე
თარიღი :   1.04.2013 წ