Friday, May 24, 2013

პროექტი

პროექტის სახელი:  პირველი ქართული სკოლები.
პროექტის მოკლე აღწერა:
თვითმპყრობელობის  კოლონიზატორული პოლიტიკის  სუსხი მკვეთრად  იგრძნობოდა    სახა;ლხო  განათლების  დარგშიც.  ცარიზმი ცდილობდა ეროვნული  სწავლა აღზრდის  სისტემა  ძირფესვიანად  აღმოეფხვრა  და  მთელი  სახალხო  განათლება  თავისი  რუსიფიკატორული  ამოცანების  სამსახურში ჩაეყენებინა.
   საქართველოს  დაპყრობის  შემდეგ  მეფის  მთავრომბამ   გადაჭრით  უარყო ჯერ კიდევ  XVIII ს-ის  დასასრულს  ქართლ-კახეთის  სამეფო  კარზე  შემუშავებული  პროექტი  თბილისში, თელავსა  და  გორში   უმაღლესი  სასწავლებლების დაარსების  შესახებ. მან  არსებული  თელავის  სემინარია  და  სხავა  ქართული  სასწავლებლებიც  გააუქმა  და  რუსული  სკოლების  გახსნას  შეუდგა.
პროექტის
 სრული აღწერა:
     1802 წ  თბილისში  გაიხსნა პირველი  რუსული  დაწყებითი სასწავლებელი. მაგრამ იმის  გამო,  რომ მოსწავლეებმა  რუსული  ენა  არ  იცოდნენ, ამ   სასწავლებელმა  მხოლოდ  ერთ  წელს  იარსება. 1804  წ  გაიხსნა თბილისის კეთილშობილთა  სასწავლებელი, რომელიც 1830 წ  გიმნაზიათ  გადაკეთდა. 1850  წ  გაიხსნა   ქუთაისის   გიმნაზია   თბილისის  მეორე ( კომერციული)  გიმნაზიაც.50-60  -იან წლწბში თბილისისა  და  ქუთაისის  გიმნაზიებში  აღიზარდა   ქართველ მწერათა  და  საზოგადო  მოღვაწეთა  ახალი პლიადა:  ილია  ჭავჭავაძე,   აკაკი  წერეთელი,  გიორგი  წერეთელი,  ნიკო  ნიკოლაძე, ალ. ყაზბეგი  და   სხვანი.
   XIX საუკუნის  სამოციანი  წლების  მიღვაწეებმა ,,თერგდალეულებმა“   საქართველოში  წინა პლანზე  წამოწიეს ქართულ  ენაზე:   განათლების  მიღება, წირვა-ლოცვა, ქართული  ჟურნალ  გაზეთების  გამოცემა  და  ა.შ.  1879 წ. დაარსდა  წერაკითხვის  გამავრცელებელი  საზოგადოება, რომელმაც  დიდი  წვლილი  შეიტანა  ქართველთა  ცნობიერების  განვითარებაში.  ქართული საადგილმამულო  ბანკის  დაფინანსებით  და დიდი  ქართველი  პედაგოგის იოსებ  ოცხელის  თაოსნობით 1880  წ  ქუთაისში დაარსდა  ქართული  სათავადაზნაურო  გიმნაზია,  რომელმაც  დიდი როლი შეასრულა ქართული  ნაციონალური  ცნობიერების  გაღვივებაში. ბევრმა  მათ  შორიას ამ სკოლის მოსწავლეებმა,  ცოტა  თუი  იცის  ამ  გიმნაზიის  ისტორიის  შესახებ  რა  სახსრებით  დაარსდა, ვინ  მოღვაწეობდა  ამ  სკოლაში,  ვინ  იყვნენ  ამ  სკოლის აღზრდილები,  130 წლის  მანძილზე  რა მნიშვნელოვანი  წვლილი შეიტანა  საქართველოს  განათლების  საქამეში.   მოსწავლეები  ქუთაისის  ცენტრალურ  არქივში მოიძიებენ  მასალებს  სკოლის  დაარსების  შესახებ.,  დაამზადებენ  პოსტერებს ,  რომელზეც  ასახული  იქნებასკოლის  ძველი  და  თანამედროვე  ცხოვრება.
მონაწილეთა ასაკი:
VIII  კლასი

ვადები / ხანგრძლივობა:
ორი  კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები:
მოეწყობა ფოტო და საარქივო მასალების გამოფენა, შეივსება სკოლის მუზეუმი, დამზადდება და გამოიფინება პოსტერები.

სარგებელი სხვებისათვის:
მიიღებენ მრავალფეროვან და სრულ ინფორმაციას პირველ ქართულ სკოლებზე, მოსწავლეებს გაუღვივდებათ ინტერესი  წარსულის მიმართ და გაუღრმავდებათ პატრიოტული, მოქალაქეობრივი თვითშეგნება.

სამუშაო ენა:
ქართული.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ.VIII.1.   მოსწავლეს  სეუძლია დააკავშიროს ფაქტები  და  მოვლენები  შესაბამის   ისტორიულ  ეპოქასთან.
ისტ.VIII.17.   მოსწავლე  შეუძლია  შეისწავლოს   განათლების  სისტემის  საფუძვლები.
პროექტის ფასილიტატორი:
ხათუნა  აფრიდონიძე

თარიღი :   22.05.2013 წ


პირველი მესტამბე იოჰან გუტენბერგი

















        გერმანელი გამომგონებელი, ევროპის პირველი მესტამბე იოჰან გუტენბერგი 1394-99 წლებს შორის პერიოდში დაიბადა. გამოიგონა და დაამზადა ცალკეულ ასონიშანთა ლიტერები და მათი ზომის შესაბამისი სახარვეზო მასალა (პირველი სტანდარტული დეტალები ევროპული ტექნიკის ისტორიაში). შექმნა შრიფტის ჩამოსასხმელი და საბეჭდი დაზგები. შეიმუშავა შრიფტისათვის ლითონის შედგენილობისა და საბეჭდი საღებავის რეცეპტურა. ეწეოდა ინტენსიურ ექსპერიმენტულ მუშაობას ბეჭდვის ტექნოლოგიის დარგში.
1438 წელს, სტრასბურგში შექმნა ამხანაგობა, რომლის მიზანი იყო წიგნის ბეჭდვის ორგანიზაცია. სტრასბურგის საბუთების მიხედვით, გუტენბერგის პირველი წიგნი 1440 წელს გამოუცია, რაც ნაბეჭდი პროდუქციით არ დასტურდება. მისი პირველი ნაბეჭდი პროდუქცია „ფრაგმენტი განკითხვის დღისა“ (1445) უნდა იყოს. შემდეგ გამოუცია ელიუს დონატუსის (IV ს.) ლათინური ენის გრამატიკა, თურქული კალენდარი (1454); კათოლიკური ეპარქიის ეკლესიათა სია, რამდენიმე ინდულგენცია (1456) და სხვ. მასვე მიაწერენ იოანე ბალბას (XIII ს.) ლათინური განმარტებითი ლექსიკონის (1460), 42-სტრიქონიანი ბიბლიისა (რომელიც პოლიგრაფიულ-მხატვრული შესრულების მხრივ XV საუკუნის 50-იანი წლების შედევრია) და სხვა გამოცემებს.

ბიზანტიის ქართველი დედოფალი-დიდებისმოყვარე ქალი თუ გმირი დედა?





















ბიზანტიის დედოფალი მარიამ-მართასაქართველოს მეფის ბაგრატ მეოთხის ასულიგახლდათ. როდესაც ბიზანტიაში აღსაზრდელადჩაიყვანეს, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. სულ რაღაც ერთი წელი დაჰყო მაშინ ბიზანტიაში, მაგრამ ბიზანტიის უფლისწულმიხეილ VII დუკას გულის მოსანადირებლად ეს დრო საკმარისზე მეტი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ საქართველოში დაბრუნებიდან მოკლე დროში მარიამ მართა ისევ ბიზანტიაში გაემგზავრა, რადგან ქართველი მეფის ასულის ხელი ბიზანტიის უფლისწულმა ითხოვა.
სილამაზითა და გონიერებით განთქმულ დედოფალს შორიდან ეტრფოდნენ ბიზანტიელი დიდგავროვნები.
„დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა ყველაფერი ეს აღემატება ფერწერას და ხელოვნებას. ის იყო ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულთ“ -წერს, ალექსი კომნენოსის ასული და მარიამ მართას რძალი ანა კომნენოსი.
ბიზანტიის დედოფალს სამშობლოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, მარიამს ბიზანტიელ ქართველებთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, კერძოდ კი გრიგოლ ბაკურიანის ძესთან. დედოფალი აქტიურად ეხმარებოდა ათონის ივერთა მონასტერს, განაგრძო დედის მიერ წამოწყებული საქმე და სიონის მთის ქართული კაპატა მონასტრის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა. მართა საქართველოში იყო ჩამოსული რუის-ურბნისის კრების მიმდინარეობის დროს.
1075 წელს მარიამ-მართასა და მიხეილ დუკას ვაჟი კონსტანტინე შეეძინათ, თუმცა ახალგაზრდა მეფე-დედოფლის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1078 წელს ბიზანტიის სამეფო კარზე მორიგი გადატრიალება მოხდა, მარიამ-მართას მეუღლე მიხეილ დუკა აიძულეს ბერად აღკვეცილიყო და იმპერატორად ნიკიფორე III ბოტანიატე გამოაცხადეს. სამეფო ტახტის დასაკუთრების შემდეგ, ახალი იმპერატორის პირველი გადაწყვეტილება მარიამ-მართაზე დაქორწინება იყო.
„სამეფო კვერთხი, რომ დაიპყრო ბოტანიატემ, თუმცა უკვე ბებერი და ადრე ორჯერ დაქორწინებული იყო, მაინც კიდევ დაქორწინდა დედოფალ მარიამზე“-ნათქვამია ისტორიულ წყაროებში
„ნიკიფორეს ნაბიჯი გასაგებია, იმიტომ, რომ ის მართლაც გადარეულია ამ ქალბატონის ფიზიკური სილამაზით და ამანაც გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, ხოლო რაც შეეხება მართა-მარიამს ის ამ დროს აბსოლუტურად პრაგმატულია, რადგან სხვა შემთხვევაში მისი ვაჟი კონსტანტინე დუკა ტახტის მემკვიდრეობას კარგავდა. მართა-მარიამმა ნიკიფორესთან ქორწინების პირობად წამოაყენა კიდეც თავისი ვაჟის მემკვიდრედ გამოცხადება და ნიკიფორესგან თანხმობაც მიიღო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ნიკიფორე აღარ აპირებდა ამ პირობის შესრულებას“-განმარტავს ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.
საკუთარი ვაჟისთვის სამეფო ტახტის შესანარჩუნებლად, მართა მარიამი იმპერატორი ქმრის წინააღმდეგ, კომნენოსების დინასტიის მოკავშირე გახდა. არსებობს მოსაზრება, რომ დედოფალი მარიამი ალექსეი კომნენოსის საყვარელი იყო და ქართველი დედოფლისა და კომნენოსების კავშირი მხოლოდ პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებდა. მეორე მოსაზრების თანახმად კი მარიამ-მართას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, საკუთარი შვილისთვის სამეფო გვირგვინი შეენარჩუნებინა და კომნენოსებს, თანამშრომლობის სანაცვლოდ, სწორედ ეს მოთხოვნა წაუყენა.
მარიამ მართასა და კომნენოსების კავშირმა გაამართლა, ნიკიფორე მესამის წინააღმდეგ გადატრიალება წარმატებით განხორციელდა და ბიზანტიის ტახტი ალექსი კომნენოსმა დაიკავა.
ნიკიფორე მესამის დამარცხების შემდეგ, ყველაფერი მარიამ-მართას გეგმის მიხედვით მიდიოდა, ალექსეი კომნენოსმა საკუთარი ასული ანა, მართას ვაჟს კონსტანტინეს მიათხოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კონსტანტინე დუკა ბიზანტიის ტახტის უპირობო მემკვიდრე იყო, მაგრამ 1087 წელს ალექსი კომნენოსს ვაჟი შეეძინა, კომნენოსებს მემკვიდრე გაუცნდათ და კონსტანტინეს გამეფება აღარ აწყობდათ.
ალექსი კომნენოსის ვაჟის დაბადებამ მართა-მარიამის გეგმებს ხაზი გადაუსვა, კომნენოსები პირობის შესრულებას აღარ აპირებდნენ, უფრო მეტიც მათ მართა-მარიამის ვაჟი კონსტანტინე ქვეყნიდან გააძევეს, თავად მართას კი მონასტერში მიუჩინეს სამუდამო ბინა.