Tuesday, April 9, 2013

ჟონგლიორები

    ჟონგლიორები შუა  საუკუნეებში  ეწოდებოდათ  მოხეტიალე  მსახიობებსა და  მუსიკოსებს. ისინი  ხშირად  გამოდიოდნენ სოფლებში, ქალაქის  ქუჩებში,   ბაზრის  მოედნებზე.თვიანთი  სიმღერებით  დაკვრით,  პატარა  სცენების  გათამაშებით  ისინი  ართობდნენ  სავაჭროდ  და დღესასწაულებზე   შეკრებილ  ხალხს,  თხზავდნენ  და უყვებოდნენ  დამწრეებს  იგავ-არაკებს   და  მხიარული  შინაარსის  მოთხრობებს.  მათ  თან  დაჰყვებოდათ  გაწყრტნილი  ცხოველები,  უმთავრესად  დათვები   და   მაიმუნები.  ერთ-ერთმა  ჟონგლიორმა  ორ  მაიმუნს  აასხა   საჭურველი,   ძაღლებზე  შესვა  და  რაინდული ასპარეზობა  გაითამაშა.
   ჟონგლიორების  გამოსვლების  შინააარსი  შეესატყვისებოდა  გლეხების,  ხელოსნების,  ქარგლების,  წვრილი ვაჭრების  განწყობილებას,  მაგრამ მათი  გესლიანი  დაცინვები  პრივილეგირებული  წოდებების წარმომადგენლებზე   აღიზიანებდა  ხელისუფლებასა  და  სამღვდელოებას. თუ  ჟონგლიორები  სასურველი  სტუმრები  იყვნენ  ხალხის  შეკრებაზე,  სახელმწიფო  და  ეკლესია   ყოველნაირდ  ავიწროვებდა   და  დევნიდა  მათ.
     დროთა  განმავლობაში  იხვეწებოდა  ჟონგლიორთა ხელოვნება და  მახვილსიტყვიერება.  ზოგ  ქვეყანაში   ისინი  ერთიანდებოდნენ  ,,საძმოებად".
      ,,ჟონგლიორი"  ფრანგული სიტყვაა  და  ამჟამად  იხმარება  მხოლოდ   ცირკში.  ჟონგლიორებს  უწოდებენ  ცირკის  მსახიობებს,  რომლებსაც  აქვთ  უნარი  ერთდროულად  ააგდონ  და  დაიჭირონ  რამდენიმე  საგანი.

No comments:

Post a Comment