Saturday, March 17, 2012

გაკვეთილის გეგმა სამცხე.
გაკვეთილის გეგმა  ჯავახეთი

ქართული კულტურის ძეგლები XI საუკუნეში.


პროექტის სახელი:
ქართული  კულტურის  ძეგლები   XI  საუკუნეში.
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები და დაინტერესებული პირები გაეცნობიან  საქართველოში
ქართული  კულტურის ძეგლებს,რომელმაც მნიშვნელობა  მოახდინა  ქართული ცნობიერების ჩამოყალიბების საქმეში.

პროექტის სრული აღწერა:
    XI   საუკუნეში საქართველოს ერთიანობას  ჩაეყარა საფუძველი. საქართველო პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის, როგორც ძლიერი  სახელმწიფო მას  ძლიერ ძლიერ მოწიმააღმდეგედ  აღიქვამს  ბიზანტისა და  ახლო  აღმოსავლეთის ქვეყნები.
  XI  საუკუნეში  დაიწყო  ალავერდის, ბაგრატის, სვეტიცხოვლის, ნიკოწმინდის,სამთავისის, ბედიის  ტაძრების  მშენებლობა.  ეს ტაძრები საქართველოს  ერთიანობის და ძლიერების  სიმბოლოდ   ითვლება. კულტურის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ეკლესია–მონასტრებს.
   ბაგრატის ტაძრის იატაკზე მოთავსებულია წარწერა:   ,,ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი  იყო 223 “  , როგორც წარწერიდან ირკვევა, მშენებლობა დამთავრებულა 1003 წელს.
      1010–1029  წლბში  ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ  კათალიკოს–პატრიარქის   მელქისედეკ I –ის  ლოცვა კურთხევით ააგო  დიდებული   სვეტიცხოვლის ტაძარი.
     ალავერდის  ტაძარი  XI  კახეთში  აიგო ის ყველაზე მაღალი ტაძარია საქართველოში,მისი გუმბათი მოგვიანო ხანაში ხელახლაააგებული და რესტავრირებული,დასავლეთისა და   ჩრდილოეთის   კედლებთან ერთად.


მონაწილეთა ასაკი:
14–15
წელი



ვადები / ხანგრძლივობა:
 ერთი თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, პრეზენტაცია
მოსალოდნელი შედეგები:
მოეწყობა ფოტო და საარქივო მასალების გამოფენა, შეივსება სკოლის მუზეუმი, დამზადდება და გამოიფინება პოსტერები.

სარგებელი სხვებისათვის:
მიიღებენ მრავალფეროვან და სრულ ინფორმაციას XI საუკუნის ისტორიაზე, მოსწავლეებს გაუღვივდებათ ინტერესი  წარსულის მიმართ და გაუღრმავდებათ პატრიოტული, მოქალაქეობრივი თვითშეგნება.



სამუშაო ენა:
ქართული.


ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლე იაზრებს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობას; იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს; მოიპოვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას; უყალიბდება ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი.

პროექტის ფასილიტატორი:
ხათუნა  აფრიდონიძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა :         khatunaafridonize@gmail.com

სასწავლო დამატებითი მასალები

მარო მაყაშვილი .დღიური

http://en.calameo.com/read/00448966964b2b17413ae