Monday, January 22, 2018

ქეთევან დედოფალი

ბერი ეგნატაშვილი

ახალი ქართლის ცხოვრება

                                                

        ნაწყვეტი


    „ხოლო შემოვლო კახეთი შააბაზ და მოვიდა ქართლად და დასუა მუნ ქართლში ბატონად ძმისწული მეფის სჳმონისა ბაგრატ, მაშინ ქრისტეს აქათ ჩ~ქით, ნაშობი კახის ბატონის გუარის ქალისაგან.


  მაშინ ეზრახა შააბაზ ლეკთა და გაუგზავნა კაცი და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: მნებავს წარმოტყუენვა და იავარ-ყოფა სრულიად სანახებისა ამის, კახეთს მე ავყრი და, რაც მანდ ხიზანი კაცი და ქალი შემოვიდეს, დაატყუე[ვე]თო. და წარვიდა და ჩავლო კახეთი და ამოსწყჳტა. და წავიდა და მოაოჴრა, და სხუანი აჰყარნა და თანა წაასხნა. და რომელნიმე ლეკთა ამოსწყჳტეს და დაატყუევეს და რომელნიმე მორჩეს თუშეთს, ფშავს და ჴევსურეთს, და სხუანი ააოჴრეს და ამოსწყჳტეს, და რაც-ოდენნი შეიპყრეს, ცოლშვილიანად აჰყარეს და წაასხეს რომელიმე ფერიასა, რომელნიმე ახლანან თანა აწცა წინამძღოლ-მეთოფედ და არიან დღეინდელად დღედმდე მეთოფედ, წინა უძღუებიან ყაენსა. მაშინ შემუსრა და დაამტვრია, რაოდენნი დაუშთა პირველ, ხატნი და ჯუარნი და წარმოიღო ნაცარცვი და ნატყუენავი მისი.


  და დასუა მუნ პატრონად ფეიქარხან და მოუყენა რომელიმე ჯარი და ელი, და თჳთ წარვიდა განრისხებული და მივიდა ისპაანს.


   მაშინ გაუგზავნა კაცი შირაზის ხანსა და იჴმო ბატონის თეიმურაზის შვილი ალექსანდრე და ლევან და, რა მოიყვანა, გამოასაჭურისნა ორნივე და ამყოფა თჳსთა თანა. და ერთი ძმა შეიშალა, ლევან, და ისრე იარებოდა შეშლილი, და მეორე, ალექსანდრე, მოკუდა.


   ხოლო ქეთევანისთჳს გაგზავნა კაცი და შეუთუალა იმამყულიხანს, ვითარმედ: ქეთევან" დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენო და, თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოჰკალო". ხოლო იმამყულიხანს რა ესმა ესე, გამოუბრუნა მოციქული და მოაჴსენა ესრეთ, ვითარმედ: "ბერი დედაკაცი არისო და ახლა ეს არ გათათრდებისო, და რას აქნევთ ამის გათათრებასაო, დაეჴსენითო, თქუენთჳს სირცხჳლი არისო ამისი სიკუდილი". ხოლო შააბაზ იწყინა და გაუგზავნა კაცი, ვითარმედ არ იქნებისო.


   მაშინ იმამყულიხან დაუწყო ლაპარაკი ქეთევანს და აუწყა ყაენს შემოთვლილი და უთხრა გათათრდიო. ხოლო ქეთევან არა უსმინა. მაშინ შეიპყრეს და დაუჭირეს      მხლებლები და წინა გაუთათრეს. და ახლდა თან მღდელი ვინმე იმერელი და იგიცა გაუთათრეს.


    ხოლო გაუბეს ჴელ-ფეჴი და გააშიშულეს წმიდა ქეთევან დედოფალი და გა განჴურვებულის გაზებით დაგლიჯეს ძუძუები და გაჴურვებული საჯები ნაგლეჯს ჴორცზედან შემოაწყუეს და დაგლიჯეს. გააჴურვეს ლურსმები და დაუყარეს ქუეშე და ზედ გაატარეს. დააწვინეს და შიშუელაზედ ზედ შემოაყარეს ლურსმანი გაჴურვებული. კუალად განჴურვებული შამფურები გაავლეს მუცელსა და ძუძუ-მკერდშიგან, განჴურვებული ქუაბი დაარქუეს თავსა ზედან. კუალად განჴურვებულს ქუაბსა შიგან შიგ ჩასუეს და თავსაც დახურეს და შემოაწყუეს გაჴურვებული ბარები შუბლსა ზედა და ახეთქა თავის კეფა და ყვეს მრავალი სატანჯველი, და ესრეთ შევედრა წმიდა სული თჳსი უფალსა და შეირაცხა წმიდათა ქალწულთა მოწამეთა კრებულთა თანა.


და მოვიდა სამხილებელად ყოველთა და დაადგა ნათელი ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი და აღიღეს წმიდანი ნაწილნი წმიდისა ქეთევანისნი ფრანგთა და წარიღეს თჳსთა თანა ნაწილად, ხოლო ჴელი და მკლავი ბატონს თეიმურაზს გამოუგზავნეს.


და ესრეთ სრულ-ყო წამება მისი და ღუაწლი წმიდამან ქეთევან, რომლისა ცხოვრება მისი არცელად წერილ არს მეტაფრასსა მისსა. და რომელსა მიწასა ზედან აწამეს, ადგილსა მას არღარა მოვა მწუანე და ჩანს ადგილი იგი ესრეთ, ვითარმედ უნახველნი სცნობენ აქა ქმნილა რამეო.“


პორტუგალიაში, ლისაბონის და გრასას ტაძარში დაცულია წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკა, სადაც ქეთევან დედოფლის წამების სრული სცენაა ასახული.


ფრესკა დედოფლის წამების თვითმხილველ პორტუგალიელ ბერებს შეუქმნიათ. პორტუგალიურად ქეთევანი „გეტევანდაა“. ქეთევან წამებული ევროპაში რამდენიმე სახელითაა ცნობილი. ზოგან მას კატერინასაც უწოდებენ. ყველამ იცის, რომ ის იბერთა დედოფალი იყო.


მისიონერი ბერები აღწერენ: „მისი ცხედარი რამდენიმე თვე უხრწნელი იყო და ვარდის სურნელი ასდიოდა“.


პორტუგალიელმა ბერმა მამა ამბროზიო დუშ ანჟუშმა თეიმურაზ მეფეს დედის თავის ქალა ჩამოუტანა. როგორც ანჟუშის წერილიდან ვიგებთ, თეიმურაზ მეფეს ცრემლები წასკდა და მამა ამბროზიოს უთხრა, მთელი მსოფლიოს საგანძური რომ მოგეტანა, ამაზე ძვირფასი არ იქნებოდაო. ფრესკაზე თეიმურაზ მეფეც არის გამოსახული, რომელიც ტირის.ფრესკაზე სამი სცენაა გამოსახული - დედოფლის ლოცვა, წამება და წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოსვენება. ფრესკას ასეთი წარწერა აქვს: „პატივცემული დედოფალი გატევანდა, საქართველოს დედოფალი. ეწამა შირაზში, 1624 წლის 22 სექტემბერს“. ფრესკაზე გამოსახულია, დედოფალს მარწუხებით მკერდს როგორ გლეჯენ. იქვე კი ლათინური წარწერაა - „ღმერთო, შემეწიე ძუძუთა ჩემთა სატანჯველში“.


გიორგი XII-ის „სათხოვარი პუნქტები” რუსეთის იმპერატორს

გიორგი XII-ის „სათხოვარი პუნქტები” რუსეთის იმპერატორს
1. ქართლ-კახეთის მეფე იღებს ვალდებულებას, რომ პირნათლად შეასრულოს ყველაფერი, რასაც რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომები ასრულებენ. იგი აღიარებს ყველა კანონსა და ბრძანებას, რომელსაც რუსეთის იმპერატორი გამოსცემს, ცნობს რუსეთის იმპერატორს საკუთარ ხელმწიფედ და თვითმპყრობლად.
2. გიორგი XII ითხოვს, რომ ის დარჩეს ქართლ-კახეთის მეფედ, ხოლო მის შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეებად დამტკიცდნენ მისი მემკვიდრეები, რომლებიც რუსეთის იმპერიის ერთგული ქვეშევრდომები იქნებიან.
3. ქართლ-კახეთის სამეფოში რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ დადგენილი მმართველობა და კანონები უნდა გატარდეს, მაგრამ ის მისაღები უნდა იყოს ქართველი ხალხისათვის.
4. თავის მხრივ, ქართლ-კახეთის მეფეებს რუსეთის იმპერატორის ბრძანებულების გარეშე უფლება არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი კანონების გამოცემისა.
6. ქართლ-კახეთის სამეფოს მთელი შემოსავალი უნდა გადაეცეს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას საჭიროების მიხედვით მოხმარებისათვის.
8. გიორგი XII ქართლ-კახეთის ციხე-სიმაგრეებში ექვსი ათასი ჯარისკაცის დაყენებას ითხოვს.


გეორგიევსკის ტრაქტატი

გეორგიევსკის ტრაქტატი
1. ქართლ-კახეთის მეფე აცხადებდა, რომ ის და მისი მემკვიდრეები არ ცნობენ არც ერთი სხვა სახელმწიფოს უზენაესობას და მფარველობას, რუსეთის გარდა.
2.
რუსეთის იმპერატორი და მისი მემკვიდრეები ერეკლეს აღუთქვემდნენ სამუდამო მფარველობას.
3.
ქართლ-კახეთის ტახტზე ასული ახალი მეფე დაუყოვნებლივ აცნობებდა ამის შესახებ რუსეთის იმპერატორს და მისგან მიიღებდა სამეფო ნიშნებს.
4.
ერეკლესა და მის მემკვიდრეებს უცხო ქვეყნებთან მიმოწერა უნდა შეეთანხმებინათ რუსეთთან.
5.
ერეკლეს ეყოლებოდა თავისი წარმომადგენელი რუსეთში, ისევე როგორც რუსეთს - ქართლ-კახეთში.
6.
ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში რუსეთი არ ჩაერეოდა.
7.
ერეკლე, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა რუსეთს ჯარით. ამა თუ იმ პირის დაწინაურებისას ერეკლეს უნდა გაეთვალისწინებინა მისი დამსახურებაც რუსეთის წინაშე.
8.
კათოლიკოსი ხდებოდა რუსეთის სინოდის წევრი და რუსეთის ეპისკოპოსებს შორის მერვე ადგილს იჭერდა.
9.
ქართველი თავადები და აზნაურები უთანაბრდებოდნენ რუსეთის თავადაზნაურობას.
10.
ქართველებს უფლება ეძლეოდათ გადასახლებულიყვნან რუსეთში. გათავისუფლებული ქართველი ტყვეები თავის შეხედულებისამებრ შეიძლება დარჩენილიყვენენ რუსეთში ან დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.
11.
ქართველი ვაჭრები რუსეთში ისარგებლებდნენ ისეთივე უფლებებით, როგორც რუსები და პირიქით.
12.
ხელშეკრულება იდებოდა სამუდამოდ. 
13.
ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მომხდარიყო 6 თვეში.

4
საიდუმლო მუხლი:


1.
ერეკლეს უნდა დაემყარებინდა ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობა სოლომონ I-თან. მეფეებს ერთმანეთს შორის უთანხმოების შემთხვევაში უნდა მიემართათ რუსეთისთვის.
2.
რუსეთს საქართველოში უნდა გამოეგზავნა ორი ბატალიონი და 4 ზარბაზანი.
3.
ომის შემთხვევაში "კავკასიის ხაზის" მთავარსარდალს უნდა მიეღო ველა ღონისძიება, რომ ქართლ-კახეთი დაეცვა მტრისგან.
4.
რუსეთი ეცდებოდა დაებრუნებიბა ქართლ-კახეთისთვის მტრისგან მიტაცებული ქართული მიწები.