Wednesday, April 30, 2014

ინტეგრირებული გაკვეთილი

გაკვეთილის თემა
მე-18 საუკუნის საქართველო და სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“
სწავლების საფეხური და კლასი
საშუალო საფეხური, X კლასი
ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი და გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა – სოფიო ტყეშელაშვილი
ისტორია – ხათუნა აფრიდონიძე
მოსწავლეთა რაოდენობა
28
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა
0
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
პრეზენტაციის, კამათის, თანამშრომლობის, შეფასებისა და თვითშეფასების უნარ-ჩვევების განვითარება.
საკუთარი აზრის, დამოკიდებულების ზეპირად და წერილობით გამოხატვა, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება. ასევე მოსწავლეებს გაუღრმავდებათ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და შესაბამისად, ამ ისტორიის ამსახველი ლიტერატურისადმი ცოდნა, ფაქტებისა და მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ანალიზის უნარი.
ზოგადად განუვითარდებათ და განუმტკიცდებათ ისტ-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, კვლევისა და ვიზუალური მასალის შექმნის უნარ-ჩვევები.
გაკვეთილის მნიშვნელობა\აქტუალობა
დაკვირვება იმ საკითხებზე,თუ როგორ ეძებენ გზებს ევროპისაკენ სხვადასხვა ეპოქის საქართველოში. ევროპის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, შეფასება სულხან-საბას პოლიტიკური არჩევანისა. გაანალიზება იმ საერთო პრობლემებისა, რომლებიც შეინიშნება სხვადასხვა ეპოქის საქართველოში
ესგ-ით მისაღწევი განსაზღვრული შედეგები
ქართ.: X. 1,4,5,6,7,8,11,12.
ისტ.: X.3.6.
აქტივობა და დრო

აქტივობა I – მინი-ლექცია (10 წთ.)
ისტორიის მასწავლებლის საუბარი ბავშვებთან სულხან-საბას დროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. იგი როგორც ევროპაში წარგზავნილი დესპანი. ჩვენი ქვეყნის ევროპის მნიშვნელობაზე.------------------------------------------------
ორგანიზება – მუშაობა მთელ კლასთან

აქტივობა II – კითხვა-პასუხი (10 წთ.)
 ისტორიის მასწავლებელი ბავშვებს კითხვა-პასუხის
v  განვიხილოთ   XVIII ს. საქართველოს  სოციალ- პოლიტიკური   მდგომარეობა.
v   რა  პრობლემები  არსებობდა XVIII ს. I ნახევარში?
v  ევროპას  რა  მნიშვნელობა  ჰქონდა  ამ   პერიოდში  საქართველოსათვის?
v  თქვენი აზრით  დაინტერესდებოდა  თუ  არა  ევროპა პატარა  შავიზრვისპირა  ქვეყნით  და  რატომ?
v  ვინ  იყო  ევროპაში  წარგზავნილი პირველი  დესპანი?
v  იყო  თუ  არა  სულხან-საბას  არჩევანი  სწორი  და  რატომ?
v  როგორ  შეაფასებდით   სულხან-საბას  პოზიციას?
v  რამდენად  გამართლებულად  მიგაჩნიათ  მაშინდელი საზოგადოების  დამოკიდებულება  სულხან-საბას  მიმართ?
აქტივობა III – გონებრივი იერიში (10 წთ.)
 ქართულის მასწავლებელი მიმართავს გონებრივ იერიშს, სვამს შემდეგ კითხვებს:
·         კონკრეტულად სად იმოგზაურა სულხან-საბა ორბელიანმა, რომელ ქვეყნებში იყო იგი და ვის შეხვდა?
·         როგორი შეხვედრა მოუწყვეს მას ევროპაში რომის პაპმა და ლუდოვიკო XIV-მ?
·         რას ითხოვდა სულხან-საბა ევროპისაგან და რა სახის დახმარება მიიღო?
·         როგორ ფიქრობთ, იქნებოდა თუ არა ქართველი დესპანი მიღწეულით კმაყოფილი? იყო თუ არა მისი მოგზაურობა „უნაყოფო ელჩობა“?
·         როგორ შეხვდა საზოგადოება სამშობლოში დაბრუნებულ სულხანს?

აქტივობა IV – ინდივიდუალური მუშაობა (10+5 წთ.)
 ბავშვებს სამუშაოდ ურიგდებათ ფურცლები, რომლებზედაც წერია შემდეგი კითხვები: რით ინტერესდებოდა ოდითგანვე ევროპა პატარა საქართველოთი და რატომ იყო ქართველთათვის ერთადერთი თავშესაფარი ევროპა?
ბავშვები წარმოადგენენ თავიანთ ნააზრევს
ორგანიზება – მუშაობა მთელ კლასთან.

აქტივობა V –კადრის ჩვენება (8 წთ.)
მასწავლებელი მიუთითებს კლასს ეკრანისაკენ, სადაც გადის კადრი ფილმიდან „დათა თუთაშხია“, რომელშიც წარმოდგენილია სანდრო კარიძის სიტყვა „რანი ვიყავით და რანი ვართ“. ეს კადრი კიდევ ერთხელ დააფიქრებს ბავშვებს ქართველთა ბედზე, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი არსებობის შენარჩუნებას, ხორციელად განადგურებული და სულიერად გადაღლილი ერი ხსნის გზას ოდითგანვე დასავლეთ კულტურასთან ზიარებაში ხედავდა. პარალელურად გადის კადრი ევროსაბჭოს გენერალური ანსამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომის ჩანაწერიდან, სადაც  ზურაბ ჟვანია ამბობს შემდეგ სიტყვას: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“
ორგანიზება – მუშაობა მთელ კლასთან.

აქტივობა  VI – ჯგუფური მუშაობა (10 წთ.)
კლასი იყოფა ოთხ ჯგუფად და საანალიზოდ მიეცემათ  ფურცლებზე გამზადებული კითხვები: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი!“ და „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი?“
ორგანიზება – მუშაობა ჯგუფებთან

აქტივობა  VII – პრეზენტაცია (20 წთ.)
ჯგუფის პრეზენტატორი წაიკითხავს ჯგუფში შეჯერებულ მოსაზრებებს, შესაბამისი არგუმენტებით ჩამოაყალიბებს ჯგუფის პოზიციას და დაგვიტოვებს სამომავლო ე. წ. საუკუნის ფრაზას.
აქტივობა  VIII  – შეჯამება  (4 წთ.)
მასწავლებელი მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენებს გაკვეთილის მიზანს და მათთან ერთად განსაზღვრავს, მოხერხდა თუ არა ამ მიზნის მიღწევა.

აქტივობა IX – საშინაო დავალება (3 წთ.)
დასაწერად მიეცემათ თემა:“მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ უდიდესი ტრადიციების, კულტურის მქონე ერის შვილი“
შეფასება
მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
·         ჯგუფური მუშაობის სქემა
·         პრეზენტაციის შეფასების სქემა
·         ინდივიდუალური მუშაობის სქემა
·         მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა
საკლასო მენეჯმენტი, საგანმანათლებლო რესურსები
სახელმძღვანელო, ფურცლები კალმები, შეფასების კითხვარები, კომპიუტერი, პროექტორი




No comments:

Post a Comment