Wednesday, March 20, 2013

ნუგზარ არაგვის ერისთავი























ნუგზარ არაგვის ერისთავი (დაახლოებით 1618), არაგვის ერისთავი XVII საუკუნის I მეოთხედში. მისი ასული რუსუდანი ცოლად ჰყავდა გიორგი სააკაძეს. 1603 აუჯანყდა კახეთის მეფეს და ქართლის მეფის გიორგი X- ქვეშევრდომი გახდა. 1612 წელს . სააკაძესთან ერთად ირანში გაიქცა, მაგრამ მალე შაჰის ნებართვით სამშობლოში დაბრუნდა. იგი მკაცრი მეთოდებით ცდილობდა ბატონყმურ ურთიერთობათა დანერგვას მთაში.
ისტორიულად,XVI საუკუნიდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებს მოსვენებას არ აძლევდნენ არაგვის ერისთავები,

დაბეჯითებითაც  კი ცდილობდნენ მათს დამონებას, ყმებადგადაქცევას,  
მაგრამ თავისუფლებისმოყვარე ხევსურთა თუ მოხევეთა  
ამაყი და უდრეკი სული ასე ადვილად დასაპყრობიდა  
მოსათვინიერებელი არ იყო. ამ ბრძოლების შესახებ
ქართულ საისტორიო წყაროებში მწირი ცნობებია შემონახული.
არაგვის ერისთავებიდან ხევის დასაპყრობად  
პირველად
ნუგზარ ერისთავს გაულაშქრებია. ეს ამბები მხატვრულადაქვს აღწერილი 
 ალექსანდრე ყაზბეგს თავის უკვდავ „ხევისბერ გოჩაში“. 
 მაშინ ნუგზარერისთავს გეგმა ჩაუვარდა, თუმცა მისმა მემკვიდრემ, 
 ზურაბმა, 1616-1629 წლებში შეძლოხევის დროებით დაპყრობა.  დროებით, რადგან მისი სიკვდილის შემდეგ ხევის დამონება ვეღარ გაბედეს: „ხალხური გადმოცემებით, როდესაც არაგვის ერისთავები ვერარას გახდნენ და ხევი ვერ დაიმორჩილეს, მაშინ ისინი მშვიდობიანი გზით და დიპლომატიური ხერხებით ცდილობდნენ თემის მოთავეების გადმობირება-მოსყიდვას და ამით თემის პირის გატეხვას... ერისთავებმა დააწინაურეს გავლენიანი გვარის მეთაური შიოლა ღუდუშაური, რომელსაც აზნაურობა უბოძეს თურმე... ახლად გააზნაურებულმა შიოლამ ერისთავების წაქეზებით დაიწყო ხალხზე ბატონობა და საბეგრო ხარჯებით მოხევეებს ძლიერ აწუხებდა. ამაზე თემი ღელავდა. სათემო საბჭოში გვარის უხუცესებმა პირი შეკრეს, რომ თემის მოღალატე შიოლა სასტიკად დაესაჯათ“.

No comments:

Post a Comment