
,, კლარენდონის კონსტიტუციამ"აღაშფოთა ინგლისის ეკლესიის ხელმძღვანელი, კენტერბერიის არქიეპისკოპოსი თომას ბეკეტი. იგი არ იყო თანახმა შეეზღუდა ეკლესიის სასამართლო უფლებები. ბეკეტი მოღალატედ იქნა გამოცხადებული და იძულებული გახდა ინგლისიდან გაქცეულიყო.
1170 წელს მეფემ ნება დართო ბეკეტს დაბრუნებულიყო სამშობლოში, მაგრამ არქიეპისკოპოსი სულაც არ აპირებდა იარაღი დაყრას და კვლავ ოპოზიციაში ედგა (უპირისპირდებოდა) მეფეს. ამით გაბოროტებულმა ჰენრი II-მ ერთხელ წინდაუხედავათ წამოიძახა: ,,ნეტავ ვინმე გამათავისუფლებდეს ამ ოპოზიციური მღვდლისაგანო". 1170 წელს თომას ბეკეტი მოკლეს. საქმეში ჩაერია რომის პაპი. ეკლესიიდან განკვეთის შიშით ჰენრი II აიძულეს ბეკეტის საფლავთან მოენანიებინა ჩდენილი ცოდვა და უარი ეთქვა საეკლესიო სასამართლოს შეზღუდვაზე.
No comments:
Post a Comment