1685 წელს გარდაიცვალა ჩარლზ II სტიუარტი. ინგლისია სამეფო ტახტზე მისი ძმა ჯეიმს II ავიდა. პირველი ქორწინებიდან ჯეიმს II -ს მემკვიდრე ვაჟი არ ჰყავდა, მაგრამ 1688 წელს მეორე, კათოლიკე მეუღლისაგან ძე შეეძინა. მემკვიდრე პრინცი კათოლიკური წესით მონათლეს ვიგები და ტორები შეშფოთდნენ. კათოლიკე მეფე მათთვის სრულიად მიუღებელი იყო. ანტი კათოლიკურად გამწყობილი ხალხის მასებიც მათ თანაუგრძნობდა. სტიუარტების მოქმედებით უკმაყოფილო იყო ბურჟუაზია და ახალი თავადაზნაურობა. ჯეიმს II კათოლიკურ აბსოლუტიზმს უმზადებდა ინგლისს.
ასეთ პირობებში ტორებისა და ვიგებისაგან შემდგარმა პარლამენტმა 1688 წელს მშვიდობიანი გადატრიალება მოახდინა და ტახტი ჯეიმს II -ის უფროსი ქალიშვილს მერის და მის მეუღლეს, ნიდერლანდის მმართველს უილიამ ორანელს გადასცა. უილიამ III და მერი მცირე რაზმით ინგლისში გადმოსახლდნენ. ყველასაგან მიტოვებული ჯეიმს II იძულებული გახდა საფრანგეთში გაქცეულიყო. 1688 წლის გადატრიალება ისტორიაში შევიდა როგორც ,, სახელოვანი ( ანუ უსისხლო) რევოლუციის " სახელწოდებით.
No comments:
Post a Comment