Wednesday, March 21, 2018

სკოლიდან ერთი (ვერ) დათხოვნილი მასწავლებლის ისტორია



ნაწყვეტი ოქმიდან
1888 წლის 11 ივნისს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ რევიზორის ანგარიშის საფუძველე, ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ, გადაწყვიტა: “თონეთის სკოლის მასწავლებელი დათხოვნილ იქმნას არზით და ჯამაგირი მიეცეს პირველ სექტემბრამდის. სეკრეტარს მიენდოს მასწავლებლის მონახვა…”(1).
რევიზორმა დაადგინა, რომ სკოლა კარგად ორგანიზებული არ იყო და არც მოსწავლეებს ჰქონდათ კარგი შედეგები. აი რა ეწერა რევიზიაში:
  1. მე-4 განყოფილება (კლასი) სკოლაში არ ყოფილა.
  2. ნასადილევს სწავლება სრულიად არ ყოფილა.
  3. საღვთო სჯული მეტად სუსტად იციან ყველა განყოფილებაში.
  4. პირველ განყოფილებაში ბავშვები ჩათვლით კითხულობენ ქართულს. მომეტებული ნაწილი მე-II განყოფილებაშიაც სუსტად კითხულობს. ჯეროვნად ვერა კითხულობენ ლექსებს… კითხვაში ჩქარობენ.
  5. არითმეტიკა ყველა განყოფილებაში სუსტად იციან. პირველ განყოფილებაში სრულიად არ იციან თვეს რამდენი დღე აქვს და გირვანქას რამდენი მისხალი. მე-II-შიაც არ სცოდნიათ. ვერ გაჰყვეს 30 ხუთ თანასწორ ნაწილად…
  6. არითმეტიკის რვეულები სრულიად არავის ჰქონდა.. ქართული წერა ცუდ მდგომარეობაშია… შეცდომები მასწავლებელს არ გაუსწორებია.
  7. სოფლის მცხოვრებთა მომეტებული ნაწილი უჩივის მასწავლებელს// და სურს, რომ ის გადაყვანილ იქნეს.
ამ მასწავლებელს ილია ჭავჭავაძესთან თონეთის მამასახლისი და მოსამართლეებიც უჩიოდნენ. მოგვაშორეთ ეს კაცი, არც საქმეს აკეთებს კარგად და კრიტიკასაც მძიმედ იღებსო. ეგ ნადირობაზე ხარჯავს მთელ დროს, ბავშვები გააქცია სკოლიდან თავისი დესპოტური დამოკიდებულებით და კრიტიკასაც არ იღებსო. “Мало вего этого, он даже между поселянами производит бунт и скандал и при… сопротивлении… обнажает кинжал и не прочь отрубить первостречному голову” – წერდნენ მომჩივნები.
შემდეგ კი გაირკვა, რომ სოფლის მოსამართლეებმა წერა არ იცოდნენ და ისე მოაწერეს ხელი საჩივარს, მაგრამ წერა-კითვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე მაინც დაუტოვებია ამ წერილს ცუდი შთაბეჭდილება. საზოგადოების გამგეობამ სოფლის მაცხროვრებლების თხოვნაც არ გაითვალისწინა, რომელიც ამ წერილში გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფდა.
ეს ამბავი, ბევრი რამით არის საინტერესო, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მასწავლებელი იმ დროისთვის უკვე ცნობილი ადამიანი იყო, მან მხოლოდ ორი წელი იმუშავა სკოლაში. სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, 27 წლის ასაკში ის თავის მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა და პედაგოგიური საქმიანობისაკენ აღარ გაუხედია.
ირონიული ამ ამბავში კი ის არის, რომ ეს ადამიანი სინამდვილეში სკოლიდან არასოდეს წასულა. ლუკა რაზიკაშვილის, იგივე ვაჟა ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობი, ხმელი წიფელი, გოგოთურ და აფშინა, არწივი, ალუდა ქეთელაური, სტუმარ-მასპინძელი და სხვა ნაწარმოებები მის მადლიერ მემკვიდრეებს სიკეთის რწმენას, საკუთარ ენასა და  წარსულს უკვე 100 წელზე მეტია, რაც გვასწავლის.
  1. მომხრეები იყვნენ: ივანე მაჩაბელი, გრიგოლ ვოლსკი, ექვთიმე თაყაიშვილი და ანასტასია თუმანიშვილი. მოწინააღმდეგეები: ალექსანდრე ჭყონია, ნიკო ცხვედაძე და დ. ფავლენიშვილი;
  2. განყოფილება – დღევანდელი გაგებით კლასია.
გამოყენებული ლიტერატურა: მაქს. ბერძნიშვილი: ეპიზოდი ვაჟა-ფშაველას პედაგოდიურ მოღვაწეობიდან. სწავლა-აღზრდის ისტორია საქართველოში. მასალების კრებული I. თბილისი: პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 1937. თბილისი.
სიმონ ჯანაშია

პროექტში გამოყენებულია მასალა ტრენინგიდან “პროექტული სწავლება“. ტრენინგი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, საგრანტო კონკურსის „სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა“ ფარგლებში .


1.პროექტის დასახელება:   ,,მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა“
2.პროექტში მონაწილეობდნენ: XI4  კლასის  მოსწავლეები
3.პროექტის აქტუალობა:
თერგდალეულთა როლის შეფასება ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. მოსწავლეებს გაუღვივდებათ პატრიოტული სულისკვეთება.
4.პროექტის მიზანი:  ისტორიული ეპოქის აღქმა და გაანალიზება, წინარე ცოდნის გააქტიურება, მსჯელობითა და ავთენტურ მასალაზე დაყრდნობით სწორი დასკვნების გაკეთება,  არგუმენტირებული მსჯეელობა.
ე.ს.გ.
ისტ.XI.3.    მოსწავლეს შეუძლია  სახელმწიფოს  რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი.
ისტ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია   სხვადასხვა კულტურების ურთიერთ ზეგავლენის საკითხების კვლევა.
5.პროექტზე მუშაობის ვადები: 2-31 ოქტომბერი  2017 წელი  
6.პროექტის განხორციელების ამოცანები:
   ამოცანის დასახელებ და მოცლეღ აღწერა
 ვადა
მოსალოდნელი შედეგი
მოსალოდნელი შედეგის ამსახველი მასალა
ამოცსნის განსახორციელებლად საჭირო მასალა
პასუხისმგებელი პირები
ექსკურსია საგურამოში
2-3 ოქტომბერი
მოსწავლეებს გაუღვივდებათ პატრიოტული სულისკვეთება
მუზეომში გადარებული სურათები
მუზომი
მთელი ჯგუფი
ვიზიტი ბიბლიოთეკაში და კვლევა თემაზე.გაზეთ ივერიის მიერ ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული სტატიების მოზიება და გაცნობა
7-10 ოქტომბერი
·         სათავადაზნაურო ბანკი
·         ივერიის გამოცემა
·         დედაენის გამოცემა
·         რკინიგზა
·         წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსება

ამოწერილი
ინფორმაცია
გაზეთი ივერია
Iჯგუფი 6 მოსწავლე
ეპოქის უკეთ გაცნობის მიზნით თეორიული კონფერენციის მოწყობა
13 ოქტომბერი

საკონფერენციო თემები
ბიბლიოთეკა
ჟურნალი ივერია
წიგნები
მთელი ჯგუფი ჯგუფი 24 მოსწავლე
წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პოპულარიზაციისატვის ბუკლეტის დამზადება
16-18 ოქტომბერი
ბუკლეტი
ბუკლეტის ანალიზი
ინტერნეტი, კომპიუტერი
II ჯგუფი 4 მოსწავლე
ხელნაწერის გაზეთის დამზადება ესეს სახიტ ,,ვინ არის ჩვენთვის თერგდალეულები“
19-24 ოქტომბერი
ხელნაწერი გაზეთი
ხელნაწერი გაზეთი
ინტერნეტი, წიგნები
III ჯგუფი 4 მოსწავლე
როლური თამაში გამოზახილი წარსულიდან
26 ოქტომბერი
მოსწავლლებსი მოტივაცის ამაღლება


IV ჯგუფი 6 მოსწავლე
დისკუსის თემა: ,,ადრიდან ჩვენი თავი ჩვენამდევე გვეყუდნოდესო“
31 ოქტომბერი
მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება


მთელი ჯგუფი

პროექტის მონიტორინგი

საჭირო საქმიანობები

მონიტორინგის ინდიკატორები
   
              თარიღი
ინფორმაციის მოძიება
დაკვირვება, ჩეკლისტები
7-10 ოქტომბერი
ბუკლეტის და გაზეთის დამზადება
აწარმოებენ ყოველდღიურ ჩანაწერებს
16-24 ოქტომბერი
სადისკუსიო კითხვების მომზადება
ყოველდღიური ჩანაწერები
26-31 ოქტომბერი
პრეზენტაცია
ახდენენ თვით შეფასებას
31 ოქტომბერი

7. პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
   მოსწავლეები სეძლებენ სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებას გაუღმავდებათ ცოდნა ,, თერდალეულების“ მოღვაწების შესახებ და რაც მტავაროა ეს იქნება მარვის მოტივაციის ამაღლენბა, გაანალიზებენ და შეაფაებენ ,,თერგდალეულების“ როლს ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლაში. მოსწავლეებს გაუღმავდებათ პატრიოტული სულისკვეთება. XIX საუკუნის 60-იანი წლების პერიოდის ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ მსჯელობა.
8. ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები:
პროექტში ჩართვის სურვილის არ არსებობა.
9. პროექტის შეფასება:
პროექტის მონიტორინგი/შეფასება
      ვის მიერ
    როდის
 რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
მოსწავლეები
2-13 ოქტომბერი
ე.ს.გ.
მეორე შუალედური მორიტორინგი
მოსწავლეები
16- 31ოქტომბერი
ე.ს.გ
საბოლოო შეფასება
მასწავლებელი
31 ოქტომბერი
ე.ს.გ


                                               
                                                       პროექტის შეფასება
 ამიცანები
მოსალოდნელი შედეგები
შეფაების ფორმა
თარიღი
ინფორმციის მოძიება და ანალიზი
შეაგროვებენ მასალა  რეპრესიებთან დაკავშირებით და გააკეთებენ ანალიზს
განმავითარებელი
10 ოქტომბერი
ბუკლეტისა და კედკის გაზეთი
ბუკლეტისა და კედკის გაზეთიანალიზი
განმავითარებელი
24 ოქტომბერი
სადისკუსიო საკითხის მომზადება
სადისკუსიო საკიტხების გააზრება
განმავითარებელი
31 ოქტომბერი


პროექტის რეფლექსია:
პროექტმა დასახულ  მიზანს მიაღწია.
*      ის გახდა არამარტო კლასში, არამდე მთელს სკოლაში პოპულარული პროექტი.
*      პროექტის ფარგლებში განხორციელდა  ბევრი საინტერესო აქტივობა. მათ შორის:
      ექსკურსია ყვარელში
             ვიზიტი საჯარო ბიბლიოთეკაში
             ბუკლეტის დამზადება
             ხელნაწერი გაზეთი შექმნა
             დისკუსია ,, ადრიდან ჩვენი  თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო“
             როლური თამაში     გამოზახილი წარსულიდან ,,მგზავრის წერილებიდან“.
*      პროექტი ყველა კომპონენტში იყო წარმატებული. ამის შესახებ მეტყველებს  მონაწილეების   დადებითი უკუკავშირები.
*      მოსწვლეებს გაუღმავდებათ პატრიოტული სულისკვეთება.

მოსწავლეთა თვითშეფასება:
ყოველთვის აგებს/განავრცობს მათ სხვა მოსაზრებებზე დაყრდნობით.
ყოველთვის პატივს სცემს სხვის აზრებს და იზიარებს მათ.
საუბარში მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს მოსაზრებებს.
ფოკუსირებულია სამუშაოს შესრულებაზე, სწორად ასრულებს მასწავლებლის ინსტრუქციებს. 
ეფექტურად იყენებს მონაცემებს ვიზუალური მასალიდან.
დისკუსიის დროს მის არგუმენტებში ჩანს მტკიცება, მტკიცებულება და საფუძველი. 
რა მოლოდინებით დავიწყე პროექტზე მუშაობა:
    მოსწვლეებს გაუღმავდებოდათ პარიოტული სულისკვეთება.

მასწავლებელი: ხათუნა აფრიდონიძე 2017 წელი.