სალომე
დადიანი და მისი შთამომავლები
დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი სალომე დადიანი (1848-1913) ზუგდიდში
დაიბადა, მაგრამ სულიერად იგი დასავლეთ ევროპის პირმშო უფრო იყო. 1857 წელს, როცა
სალომე ჯერ კიდევ ბავშვი გახლდათ, სამეგრელოს მართვის სადავეები რუსეთის იმპერიამ აიღო ხელში, რასაც ათიოდე წლის შემდეგ სამთავროს ოფიციალური გაუქმება მოჰყვა. ამის შემდეგ სალომეს დედა, ეკატერინე, რომელმაც სალომეს ძმის, ნიკოს, მეურვის სტატუსით ეს პროვინცია ოთხი წლის მანძილზე მართა, ოჯახთან ერთად სამეგრელოდან გაემგზავრა და ჯერ სანკტ-პეტერბურგში დასახლდა, შემდეგ კი საცხოვრებლად საფრანგეთსა და გერმანიაში გადავიდა.
სალომე ბავშვობაში
|

სალომე პარიზში მეგობართან ერთად
|
1868 წელს
21 წლის ასაკში სალომე საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრს, შარლ ლუი ნაპოლეონ აშილ მიურატს (1847-1895), მისთხოვდა.
მათი ქორწინება პარიზში წლის მოვლენად აღიარეს. კათოლიკური საქორწინო ცერემონიალი ტიუილრის სასახლის ეკლესიაში გაიმართა, რომელსაც საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III და დედოფალი ეჟენი დე მონტიჟო ესწრებოდნენ. იმპერტორმა წყვილს საქორწინოდ ერთი მილიონი ფრანკი მიართვა და პარიზში სასახლე აჩუქა. ახალდაქორწინებულებმა მდიდრული საჩუქრები რუსეთის ხელმწიფისგანაც მიიღეს.

No comments:
Post a Comment