Wednesday, July 25, 2012

რეკონკისტა

   ესპანელები ხალისით არ შეხვედრილან   711 წელს არაბთა  დაპყრობებს. ბრძოლა მათ შორის თანდათან სისტემური ხასიათი მიიღო.
    ესპანეთში მავრები მოსახლეობის უმცირესობას სეადგენდნენ, მაგრამ მათ საუკეთესო მიწები დაისაკუთრეს. მოსახლეობის უმრავლესობა ქრისთიანი იყო, ისინი მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად გადაიქცნენ.ძირძველი ქრისტიანი მოსახლეობა არაბებს დამპყრობლებად მიიჩნევდა და თანაუგრძნობდა  იმ ესპანელებს, რომლებიც გაიხიზნენ პირინეის ნახევარკუნძულის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ მთებში და იქედან ებრძოდნენ მავრებს.
   მავრების მიერ მიტაცებული ესპანური მიწების უკან დაბრუნების პროცესს რეკონკისტა უწოდეს. ის დაიწყო 718 წელს კოვადონგასთან ბრძოლით. ამ ბრძოლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მავრები დამარცხდნენ.მათი წინსვლა ჩრდილოეთ ესპანეთში შეჩერებული იქნა. ისინი იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ.
   IX საუკუნეში მავრებისაგან დამოუკიდებელი გახდა   პირინეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი და ნაწილობრივ  ცენტრალური ნაწილი.
   განსაკუთრებით მწვავე ხასიათი  მიიღო ბრძოლამ ესპანელებსა სამავრებს შორის XI საუკუნეში. ამ ბრძოლაში სახელი გაითქვა ესპანელმა რაინდმა  როდრიგო დიას დე ბივარმა, რომელსაც სიდ კამპეადორი უწოდეს. ესპანელმა ხალხმა მას მიუძღვნა პოემა ,,სიმღერა ჩემ სიდზე", სადაც ხოტბა შეასხა მის გმირულ შემართებას მავრებთან ბრძოლაში.
    XII_XIII საუკუნეებში კიდევ უფრო მეტად შევიწროვდა მავრების მიერ დაკავებული ტერიტორია. მავრებ დარჩათ მხოლოდ გრანადის საამირო. 1492 წელს კი ესპანელებმა შეძლეს გრანადის საამიროს განადგურებაც. ამით დასრულდა რეკონკისტა, რომელმაც თითქმის რვა საუკუნე გასტანა.

No comments:

Post a Comment