Wednesday, July 25, 2012

ინგლისი V-IX საუკუნეებში



              სახელი  ,,ბრიტანეთი“  55 წელს ჩნდება, როდესაც იულიუს კეისარი რომაული ჯარით პირველად   შეიჭრა  ამ  ქვეყანაში.  ადგილობრივ მოსახლეობას  რომაელები  ბრიტებად მოიხსენიებდნენ. ისინი თავისი ენითა და ზნე-ჩვეულებით ძალიან ახლოს იყვნენ გალიაში მცხოვრებ კელტებთან ( გალებთან). რომაელთა  ბატონობამ ბრიტანეთში რამდენიმე საუკუნე  გასტანა. V საუკუნის დასაწყისში კი, როდესაც  სასიკვდილო საფრთხე თვით რომს შეუქმნეს გერმანულმა ტომებმა, ბრიტანეთიდან უკანასკნელი ლეგიონები გამოიძახეს და რომის ბატონობის ხანაც ამით დამთავრდა.
               ამ დროისთვის ბრიტანეთის მხოლოდ უმაღლესი ფენა იყო ჭეშმარიტად რომანიზებული.  იგი ლაპარაკობდა ლათინურად და აზროვნებდა რომაულად, ხოლო სოფელი კელტური რჩებოდა.
               რომაელთა წასვლის შემდეგ დაწყებული შინაომებით ისარგებლეს გერმანულმა ტომებმა  და  V საუკუნის შუახანებიდან  შეუდგნენ  ბრეიტანეთის დაპყრობას.
                ბრიტების ბრძოლა გერმანულ ტომებთან    ანგლებთან  და  საქსებთან   სისხლისმღვრელი და ხანგძლივი იყო. ეს ბრძოლა აისახა მოგვიანებით შექმნილ ლეგენდაში  ბრიტების მეფე  ართურზე  და მისი   ,, მრგვალი მაგიდის რაინდებზე“.   არაა გამორიცხული, რომ ართური, როგორც რეალური პიროვნება, არც კი არსებობდა, ან რამდენიმე მეფის თუ  ბელადის საქმეებს მიაწერდნენ ერთ პირს.
      ბრიტების და ანგლო - საქსების ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ანგლო-საქსების გამარჯვებით დამთავრდა. ბრიტები განდევნილნი იქნენ კუნძული აღმოსავლეთ  და ჩრდილოეთ ნაწილში, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით  მთლიანად ანგლო საქსებმა დაიკავეს. შეიცვალა დაპყრობილი ქვეყნის სახელწოდებაც,  მას ანგლებიდან წარმომდგარი სახელი  ინგლისი  ეწოდა. ინგლისში დამკვიდრებული ანგლო-საქსური საზოგადოება შედგებოდა წარჩინებულთაგან, თვისუფალი მიწათმოქმედთაგან, ნახევრად თავისუფალთგან  და შედარებით,  მცირერიცხოვანი მონებისაგან.
     VI საუკუნის ბოლოსათვის ინგლისში ჩამოყალიბდა შვიდი  ანგლო-საქსური სამეფო, რომლებიც  შვიდმეფობის სახელითაა ცნობილი. სამეფოებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა პირველობისათვის.
     შვიდმეფობის დროს ინგლისში ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო. ქრისტიანობამ ინგლისი ევროპულ კულტურასტან დაახლოვა.  მონასტრები სალიტერატურო და საგანმანათლებლო  მოღვაწეობის კერად გადაიქცნენ.
      შვიდი სამეფოს ბრძოლა პირველობისათვის   IX  საუკუნის მეორე მეოთხედში დასრულდა  ინგლისის ერთიანი სამეფოს  შექმნით.  ამავე ხანებში  მსხვილი  სამეფო შეიქმნა აგრეთვე  კუნძულის  ჩრდილოეთ  ნაწილში,  რომელსაც ამ სამეფოს ახალი მართველი  დინასტიის მიხედვით    შოტლანდია   ეწოდა.

      ერთ-ერთინგლისურ მონასტერში გაატარა    მთელი თავისი ცხოვრება  შუა საუკუნეებში ყველაზე ცნობილმა ინგლისელმა სწავლულმა ბერმა, თეოლოგმა, მემატიანემ  ბედა  ღირსმა ( პატივცემულმა).    ბედა ღირსის  მემკვიდრეობა  40-მდე წიგნს მოიცავს. მან იცოდა ბერძნული, ლათინური და ებრაული ენები, მაგრამ ძირითადათ ლათინურად წერდა.  ბედამ  ძველ  ინგლისურ ენაზე თარგმნა იოანეს სახარება.

No comments:

Post a Comment