XIII საუკუნეში მოღვაწეობდა აბსერიძე ტბელი,რომელმაც დაწერა ,,სასწაული წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი" ამ ნაწარმოებში ასევე აღწერილია აჭარაში ( შუანტყალში) მონასტრის მშენებლობის ისტორია.
XIII საუკუნის ბოლოს მაკარი მესხმა სირიულიდან თარგმნა ,, პეტრე იბერის ცხოვრება" ( თავად ეს ძეგლი V საუკუნეში დაიწერა).
XIII საუკუნეში დაიწერა ,, ლუკა იერუსალიმელის წამება". ლუკა მუხაისძე იყო ჯვრის მონასტრის წინამძღოლი.როდესაც მონასტერი მუსლუმანებმა მოიტაცეს, ლუკამ არ უარყო ქრისტიანობა, რის გამოც ის სიკვდილით დასჯეს.სწორედ მისი მიწამეობრივი ცხოვრებაა აღწერილი ზემოთ ხსენებულ თხზულებაში.
No comments:
Post a Comment