
შემდგომში მონასტრის რაოდენობამ იმატა. მონასტრების სათავეში იღუმენები იდგნენ.

დასავლეთ ევროპაშში ბერ - მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ბენედიქტე, რომელიც VI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მან შექმნა პირველი სამონასტრო წესდება.დასავლეთ ევროპაში მონასტრებს საააბატოებს უწოდებდნენ, ხოლო მათ წინამძღვრებს აბატებს.
მონასტრებში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, ბევრ მონასტრებთან არსებობსა სკოლა. ზოგ მონასტრებში ეწეოდნენ მეცნიერულ - თეოლოგიურ მოღვაწეობას.
თუ ქრისტიანული სამყაროს პატრიარქებს შორის საქართველოს კათალიკოს - პატრიარქს რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინეპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებს შორის მეექვსე ადგილი ეკავა, 1054 წლის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ მართმადიდებლურ სამყაროში საქართველოს კათალიკოს - პატრიარქმა მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინეპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებს შორის.
თითეულ პატრიარქსისტორიულად ჩამოყალიბებულ სახელს უწოდებდნენ.
რომის -- პაპი, კონსტანტინეპოლის --არქიეპისკოპოსი, ალექსანდრიის --პაპი, იერუსალიმის --- არქიეპისკოპოსი, ანტიოქიის ეკლესიის თავი მოიხსენიება უპირატესად პატრიარქად.
No comments:
Post a Comment