Sunday, March 10, 2013

დუელი კონფლიქტი დაწერილ და დაუწერელ კანონებს შორის.

    ევროპაში  დუელი,  როგორც  პიროვნების  დაცვის  საშუალება, რაინდული  ორთაბრძოლიდან  იღებს  სათავეს.  დუელია არქეტიპულ  ფორმად   ,, ღვთის  სამსჯავრო"  მიიჩნევა,  რომელიც  შუა  საუკუნეებში  ხელისუფალთა  მიერ  იმ  შემთხვევაში  ინიშნებოდა,  თუ  უპატიებელ  საქციელში   ჭვმიტანილი  არისტოკრატები  ერთმანეთს  ადანაშაულებდნენ,  მაგრამ  გარდა  სიტყვიერი  მტკიცებისა,  სხვა  რამ  სამხილი  არ  გააჩნდათ. ასეთ  სიტუაციაში   მტყუან - მართლის  გამოვლენის  იღბალს
 ,, გადააბარებდნენ". დამარცხებული  და  მიწაზე  გართხმული, რაღა   თქმა  უნდა, ის  იქნებოდა, ვისაც  ცრუ  ფიცის  ცოდვა  ამძიმებდა. 
  დუელს ( რომელიც  ევროპაში   XVI  საუკუნის პირველ ნახევარში  გავრცელდა), წინ ერთი ისტორიული  ეპიზოდი უძღოდა: საფრანგეთის  მეფე  ფრანსუა  I-მა,  საღვთო რომის  იმპერიის იმპერატორს   კარლოს  V -ის   უტაქტობა  პირად  შეურაცხოფად   აღიქვა  და  ,,კოლეგა"   ორთაბრძოლაში  გამოიწვია.მართალია  გამოწვევა  უსისხლოდა  დამთავრდა, მაგრამ ამ  პრეცედენტს  ევროპაში  დუელების  ნამდვილი  ეპიდემია მოჰყვა.
      XVI  საუკუნიდანვესადუელო იარაღდად  მიიჩნეოდადაშნა,თუმცა მიმართავდნენ  ხმალსაც (  გერმანიასა  და ავსტრია - უნგრეთში   XIX საუკუნის ბოლომდე ), და ზოგჯერ  ხანჯალსაც კი ( ესპანეთში უთუოდ  არაბული  გავლენით).
     XVIIIსაუკუნის  მეორე  ნახევრიდან   ევროპაში  სადუელო  იარაღდ,  დაშნის  პარარელურად  დამბაჩც  გავრცელდა. არსებობდა  ,, დუელის წესები". უმნიშვნელოვანესი იყო შეურაცხოფის  ხარსხის  გარკვევა, რადგან სწორედ  ამ  კლასიფიკაციას  ეყრდნობოდა  სატისფაქციის  ფორმა  დუელის პროცედურის,  სადუელო  იარაღის  არჩევისა  და შესაფერისი   ატრიპუტიკის ყველა  დეტალის გათვალისწინებით.
   სქემატურად,  ეს  კლასიფიკაცია ამგვარი  გახლდათ:
 ა) უმნიშვნელო  შეურაცხყოფა.
 ბ)  სიტყვიერი  შეურაცხყოფა.
 გ)ქმედებით    შეურაცხყოფა.
ეს  წესები  ბოლომდე  ვერ  განსაზღვრავდა იმ მოულოდნელ  დეტალებსა  და  ნიუანსებს, რაც  ნებისმიერ   კონფლიქტურ    სიტუაციას  ახლავს.

1 comment: