Thursday, April 4, 2013

პოლიტიკური რეჟიმების სახეები


პროექტის სახელი:  პოლიტიკური  რეჟიმები

პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები გაეცნობიან პოლირიკური  რეჟიმების  სახეებს  მსოფლიოში, ასევე  გაეცნობიან  თანამედროვე  მსოფლიოს  პოლიტიკურ  სისტემებს.ერთმანეთს  შეადარებენ პოლიტიკური  რჟიმების  სახეებს და  გამოყოფენ მის  დადებით  და  უარყოფით  მხარეებს.


პროექტის სრული აღწერა:
პოლიტიკური  რეჟიმი  წარმოადგენს  სახელმწიფოში ხელისუფლების  განხორციელების  ფორმას.სახელმწიფოში  ხელისუფლებას აკისრია     საკანონმდებლო,  სასამართლო  და  აღმასრულებელი   ფუნქციები. სხავადასხვა  სახის  პოლიტიკურ  რეჟიმში   ეს  ფუნქციები  სხვადასხვაგვარად   არის  გადანაწილებული.  ზოგჯერ  მათ  ერთი ადამიანი  ითვისებს, იმ  თავალსაზრისით,  რომ  ნებისმიერი გადაწყვეტილების  მიღება   ხდება  ერთპიროვნულად,  ერთი  ადამიანის  ან ადამიანთ მცირე  ჯგუფის ნება-სურვილის  მიხედვით   და  მათი  ინტერესებიდან  გამომდინარე.  დემოკრატიული  მმართვლიბის   პირობებში  კი ეს   სამი  ფუნქცია, ანუ  ხელისუფლების   სამი შტო  ერთმანეთისაგან   დამოუკიდებელია  და  ამასთანავე  ერთმანეთს  აკონტროლებს.მთლიანად  ხელისუფლება   კი  სამოქალაქო  საზოგადოების  წინაშეა   ანგარიშვალდებული,  ვინაიდან  სწორედ  მის მიერაა  არჩეული.


მონაწილეთა ასაკი:
VIII 
კლასი

ვადები / ხანგრძლივობა:
ორი  კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, პრეზენტაცია.

მოსალოდნელი შედეგები:
მოეწყობა ფოტო და საარქივო მასალების გამოფენა, შეივსება სკოლის მუზეუმი, დამზადდება და გამოიფინება პოსტერები.

სარგებელი სხვებისათვის:
მიიღებენ მრავალფეროვან და სრულ ინფორმაციას პოლიტიკური  რეჟიმების   ისტორიაზე, მოსწავლეებს გაუღვივდებათ ინტერესი  წარსულის მიმართ და გაუღრმავდებათ პატრიოტული, მოქალაქეობრივი თვითშეგნება.

სამუშაო ენა:
ქართული.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლე იაზრებს პოლიტიკური  რეჟიმების ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარ პასუხისმგებლობას; იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს; მოიპოვებს, ამუშავებს და აანალიზებს ინფორმაციას; უყალიბდება ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი.

პროექტის ფასილიტატორი:
ხათუნა  აფრიდონიძე
თარიღი :   1.04.2013 წ

No comments:

Post a Comment