Friday, May 24, 2013

ბიზანტიის ქართველი დედოფალი-დიდებისმოყვარე ქალი თუ გმირი დედა?





















ბიზანტიის დედოფალი მარიამ-მართასაქართველოს მეფის ბაგრატ მეოთხის ასულიგახლდათ. როდესაც ბიზანტიაში აღსაზრდელადჩაიყვანეს, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. სულ რაღაც ერთი წელი დაჰყო მაშინ ბიზანტიაში, მაგრამ ბიზანტიის უფლისწულმიხეილ VII დუკას გულის მოსანადირებლად ეს დრო საკმარისზე მეტი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ საქართველოში დაბრუნებიდან მოკლე დროში მარიამ მართა ისევ ბიზანტიაში გაემგზავრა, რადგან ქართველი მეფის ასულის ხელი ბიზანტიის უფლისწულმა ითხოვა.
სილამაზითა და გონიერებით განთქმულ დედოფალს შორიდან ეტრფოდნენ ბიზანტიელი დიდგავროვნები.
„დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი მიმზიდველობა, მისი ზნის სანდომიანობა ყველაფერი ეს აღემატება ფერწერას და ხელოვნებას. ის იყო ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულთ“ -წერს, ალექსი კომნენოსის ასული და მარიამ მართას რძალი ანა კომნენოსი.
ბიზანტიის დედოფალს სამშობლოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია, მარიამს ბიზანტიელ ქართველებთან ჰქონდა მჭიდრო კავშირი, კერძოდ კი გრიგოლ ბაკურიანის ძესთან. დედოფალი აქტიურად ეხმარებოდა ათონის ივერთა მონასტერს, განაგრძო დედის მიერ წამოწყებული საქმე და სიონის მთის ქართული კაპატა მონასტრის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა. მართა საქართველოში იყო ჩამოსული რუის-ურბნისის კრების მიმდინარეობის დროს.
1075 წელს მარიამ-მართასა და მიხეილ დუკას ვაჟი კონსტანტინე შეეძინათ, თუმცა ახალგაზრდა მეფე-დედოფლის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1078 წელს ბიზანტიის სამეფო კარზე მორიგი გადატრიალება მოხდა, მარიამ-მართას მეუღლე მიხეილ დუკა აიძულეს ბერად აღკვეცილიყო და იმპერატორად ნიკიფორე III ბოტანიატე გამოაცხადეს. სამეფო ტახტის დასაკუთრების შემდეგ, ახალი იმპერატორის პირველი გადაწყვეტილება მარიამ-მართაზე დაქორწინება იყო.
„სამეფო კვერთხი, რომ დაიპყრო ბოტანიატემ, თუმცა უკვე ბებერი და ადრე ორჯერ დაქორწინებული იყო, მაინც კიდევ დაქორწინდა დედოფალ მარიამზე“-ნათქვამია ისტორიულ წყაროებში
„ნიკიფორეს ნაბიჯი გასაგებია, იმიტომ, რომ ის მართლაც გადარეულია ამ ქალბატონის ფიზიკური სილამაზით და ამანაც გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, ხოლო რაც შეეხება მართა-მარიამს ის ამ დროს აბსოლუტურად პრაგმატულია, რადგან სხვა შემთხვევაში მისი ვაჟი კონსტანტინე დუკა ტახტის მემკვიდრეობას კარგავდა. მართა-მარიამმა ნიკიფორესთან ქორწინების პირობად წამოაყენა კიდეც თავისი ვაჟის მემკვიდრედ გამოცხადება და ნიკიფორესგან თანხმობაც მიიღო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ნიკიფორე აღარ აპირებდა ამ პირობის შესრულებას“-განმარტავს ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.
საკუთარი ვაჟისთვის სამეფო ტახტის შესანარჩუნებლად, მართა მარიამი იმპერატორი ქმრის წინააღმდეგ, კომნენოსების დინასტიის მოკავშირე გახდა. არსებობს მოსაზრება, რომ დედოფალი მარიამი ალექსეი კომნენოსის საყვარელი იყო და ქართველი დედოფლისა და კომნენოსების კავშირი მხოლოდ პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებდა. მეორე მოსაზრების თანახმად კი მარიამ-მართას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, საკუთარი შვილისთვის სამეფო გვირგვინი შეენარჩუნებინა და კომნენოსებს, თანამშრომლობის სანაცვლოდ, სწორედ ეს მოთხოვნა წაუყენა.
მარიამ მართასა და კომნენოსების კავშირმა გაამართლა, ნიკიფორე მესამის წინააღმდეგ გადატრიალება წარმატებით განხორციელდა და ბიზანტიის ტახტი ალექსი კომნენოსმა დაიკავა.
ნიკიფორე მესამის დამარცხების შემდეგ, ყველაფერი მარიამ-მართას გეგმის მიხედვით მიდიოდა, ალექსეი კომნენოსმა საკუთარი ასული ანა, მართას ვაჟს კონსტანტინეს მიათხოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კონსტანტინე დუკა ბიზანტიის ტახტის უპირობო მემკვიდრე იყო, მაგრამ 1087 წელს ალექსი კომნენოსს ვაჟი შეეძინა, კომნენოსებს მემკვიდრე გაუცნდათ და კონსტანტინეს გამეფება აღარ აწყობდათ.
ალექსი კომნენოსის ვაჟის დაბადებამ მართა-მარიამის გეგმებს ხაზი გადაუსვა, კომნენოსები პირობის შესრულებას აღარ აპირებდნენ, უფრო მეტიც მათ მართა-მარიამის ვაჟი კონსტანტინე ქვეყნიდან გააძევეს, თავად მართას კი მონასტერში მიუჩინეს სამუდამო ბინა.

No comments:

Post a Comment

სასწავლო დამატებითი მასალები

მარო მაყაშვილი .დღიური

http://en.calameo.com/read/00448966964b2b17413ae