Tuesday, February 27, 2018

მითი თუ რეალობა ( 1921 წელი)

ქართულ მემუარულ ლიტერატურაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ საწყობებში საკმაო

რაოდენობის ტანსაცმელი და საკვები იყო შენახული და ამას სამხედრო უწყება

სათანადოთ ვერ იყენებდა. გენერალი მაზნიაშვილი: ,,უკვე 1921 წლის მაისში,

ჩვენს საწყობებში დარჩენილ ტანსაცმელით მე შევძელი შემოსვა თავიდან ფეხებამდე

17 000 კაცისაგან შემდგარი ქართული წითელი არმიისა ეს არ კმარა საქართველოს

საბჭოთა მთავრობა დღიდან ტფილისში შემოსვლისა, ორი კვირის განმავლობაში

ჰკვებავდა უფასოდ მთელი ქალაქის მცხოვრებლებს სამინისტროს საწყობებიდან”,

იქვე ,,კალისტრატე გოგუა გულუბრყვილოდ ამბობდა, რომ ის ცდილობდა შეენახა

ეს ქონება, რომ დიდხანს ჰყოფნოდა იგი.” გენერლის მოგონებას ნაწილობრივ ადასტურებს

ისტორიკოს ნინო ვაშაყმაძის მიერ ქუთაისის ცენტრალურ საისტორიო არქივში

მოძიებული მასალები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ქუთაისის სამაზრო

კომისარიატის საწყობებში, ომის შემდეგ მცირე რაოდენობით პროდუქტი და

შესაკერად გადაცემული ასეულობით წყვილი შარვალ-ხალათი და თეთრეული

ყოფილა დარჩენილი და ახლად შექმნილი სახელისუფლებო ორგანოებიც ამ

საწყობებიდან საზრდოობდნენ. თუმცა აქ გასაკვირი არაფერია, რადგანაც ჯარებისათვის

ტანისამოსის დამზადება გამუდგებით ხდებოდა, ან ძველის შესაცვლელად ან კიდევ

ახალწვეულ ჯარისკაცთათვის. MMმეორეს მხრივ, ჩვენ ხელთა გვაქვს შინაგან საქმეთა

სამინისტროს არქივის მეორე განყოფილებაში (ყოფილი ,,იმელის" შენობაში არსებული

პარტარქივის დოკუმენტები) მიკვლეული საქართველოს ,,ჩეკას” ყოველკვირეული საიდუმლო

მოხსენებები და ყოველთვიური საიდუმლო ბიულეტინები 1921 წლის 25 თებერვლიდან -

ამავე წლის აგვისტოს ბოლომდე. ,,ჩეკა” Aამ დოკუმენტებს სხვადასხვა სახელმწიფო და

სამხედრო უწყებას უგზავნიდა. მოხსენებებში სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად

არის აღწერილი ქვეყანაში არსებული სამხედრო მდგომარეობა, ასევე რუსეთისა და ახლადშექმნილ

საქართველოს წითელი არმიაში არსებული პირობები. ირკვევა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში

(1921 წლის 25 თებერვლიდან – აგვისტოს ბოლომდე) ორივე არმია ტანსაცმლისა და სურსათის

დიდ ნაკლებობას განიცდიდა, ამასთანავე ივლისში ქართული დივიზიის რეფორმირების დაწყების

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სამხედრო ფორმების ნაკლებობა გახდა. 1922 წლის

ივლისისათვის კი ქართული წითელი დივიზიის პირადი შემადგენლობა მხოლოდ 3175კაცს

ძლივს შეადგენდა. საარქივო მასალაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გენერალ

მაზნიაშვილის საუბარი ქართული არმიის საწყობებში შენახული უზარმაზარი ქონების შესახებ

გადაჭარბებულია, და პირიქით ტანისამოსის დიდ ნაკლებობას განიცდიდა გასაბჭოების შემდეგ

შექმნილი ქართული წითელი არმია და მისი რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი

სწორედ ტანსაცმლის უქონლობა იყო, ამავდროულად რეალური რაოდენობა ქართული წითელი

არმიის პირად შემადგენლობისა არასდროს არ ასულა 17 000 ჯარისკაცამდე, როგორც ეს

გენერალ მაზნიაშვილს უწერია. რაც შეეხება მოსახლეობის კვებას სამინისტროს საწყობებიდან,

არაფერია უცნაური იმაში, რომ გარკვეული მარაგი პროდუქტისა მართლაც არსებობდა,

რომლის მოწყობაც ომის მომლოდინე სახელმწიფოსათვის სრულიად ბუნებრივი რამ გახლდათ.

ამ მარაგის ნაწილი ომის დროს დაიხარჯა, ხოლო ნაწილი კი ბოლშევიკებს ჩაუვარდათ ხელში.

თუ როგორ გამოიყენეს ეს მარაგი ბოლშევიკებმა, კარგათ აქვს აღწერილი ქვეყნის დამარცხების

შემდეგ, საქართველოში რამოდენიმე თვით დარჩენილ, სახალხო გვარდიის ქუთაისის საოლქო

შტაბის უფროსს, სოციალ-დემოკრატ ნიკოლოზ ჭუმბურიძეს ემიგრაციაში წასული მთავრობისადმი

წარდგენილ საიდუმლო მოხსენებაში. როგორც ის წერს ბოლშევიკებმა პროპაგანდის მიზნით,

გახსნეს საწყობები და ხალხს უფასოდ დაურიგეს დარჩენილი - პური; შაქარი, გახსნეს უფასო

სასადილოები, წაართვეს ზოგიერთ მდიდრებს და მისცეს ღარიბებს, ამავე დროს მათ დაიწყეს

საშინელი აგიტაცია ჟორდანიასა და მენშევიკების წინააღმდეგ. თუმცა ეს მარაგი მალე ამოიწურა

და მოსახლეობას ნამდვილი ბოლშევიკური ,,სამოთხე" გადაეშალა თვალწინ, როდესაც 1921 წლის

მარტშივე სიმინდის ფქვილის ფასი 15 000 მანეთზე ავიდა, ხოლო აგვისტოში კი 110 000

No comments:

Post a Comment