Sunday, February 4, 2018

რეალურად როდის გაუქმნდა ქართლ-კახეთის სამეფო

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება რეალურად გამოიწვია გიორგიევსკის ტრაქტატმა. გიორგიევსკის ტრაქტატი:

1. ქართლ-კახეთის მეფე აცხადებდა, რომ ის და მისი მემკვიდრეები არ ცნობენ არც ერთ სხვა სახელმწიფოს უზენაესობას და მფარველობას, რუსეთის გარდა.
2. რუსეთის იმპერატორი და მისი მემკვიდრეები ერეკლეს აღუთქვამდნენ სამუდამო მფარველობას.
3. ქართლ-კახეთის ტახტზე ასული ახალი მეფე დაუყონებლივ აცნობებდა ამის შესახებ რუსეთის იმპერატორს და მისგან მიიღებდა სამეფო ნიშნებს.
4. ერეკლესა და მის მემკვიდრეებს უცხო ქვეყნებთან მიმოწერა უნდა შეეთანხმებინათ რუსეთთან.
5. ერეკლეს ეყოლებოდა თავისი წარმომადგენელი რუსეთში, ისევე როგორც რუსეთს - ქართლ-კახეთში.
6. ქართლ-კახეთის საშინაო საქმეებში რუსეთი არ ჩაერეოდა.
7. ერეკლე, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა რუსეთს ჯარით. ამა თუ იმ პირის დაწინაურებისას ერეკლეს უნდა გაეთვალისწინებინა მისი დამსახურებაც რუსეთის წინაშე.
8. კათალიკოსი ხდებოდა რუსეთის სინოდის წევრი და რუსეთის ეპისკოპოსებს შორის მერვე ადგილს იჭერდა.
9. ქართველი თავადები და აზნაურები უთანაბრდებოდნენ რუსეთის თავადაზნაურობას.
10. ქართველებს უფლება ეძლეოდათ გადასახლებულიყვნენ რუსეთში. გათავისუფლებული ქართველი ტყვეები თავის შეხედულებისამებრ შეიძლება დარჩენილიყვნენ რუსეთში ან დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.
11. ქართველი ვაჭრები რუსეთში ისარგებლებდნენ ასეთივე უფლებებით, როგორც რუსები და პირიქით.
12. ხელშეკრულება იდებოდა სამუდამოდ.
13. ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მომხდარიყო 6 თვეში.
იყო ასევე 4 საიდუმლო მუხლო:
1. ერეკლეს უნდა დაემყარებინა ნორმალური, ურთიერთობა სოლომონ I-თან. მეფეებს ერთმანეთს შორის უთანხმოების შემთხვევაში უნდა მიემართათ რუსეთისთვის.
2. რუსეთს საქართველოში უნდა გამოეგზავნა ორი ბატალიონი და 4 ზარბაზანი.
3. ომის შემთხვევაში "კავკასიის ხაზის" მთავარსარდალს უნდა მიეღო ღონისძიება, რომ ქართლ-კახეთი დაეცვა მტრისგან.
4. რუსეთი ეცდებოდა დაებრუნებინა ქართლ-კახეთისთვის მტრისგან მიტაცებული მიწები.
გიორგი XII - ის "სათხოვარი პუნქტები" რუსეთის იმპერატორს :
1. ქართლ-კახეთის მეფე იღებს ვალდებულებას, რომ პირნათლად შეასრულოს ყველაფერი, რასაც რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომები ასრულებენ. იგი აღიარებს ყველა კანონსა და ბრძანებას , რომელსაც რუსეთის იმპერატორი გამოსცემს , ცნობს რუსეთისბ იმპერატორს საკუთარ ხელმწიფედ და თვითმყოფლად.
2. გიორგი XII ითხოვს, რომ ის დარჩეს ქართლს-კახეთის მეფედ, ხოლო მის შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეებად დამტკიცდნენ მისი მემკვიდრეები, რომლებიც რუსეთის იმპერიის ერთგული ქვეშევრდომები იქნებიან.
3. ქართლ-კახეთის სამეფოში რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ დადგენილი მმართველობა და კანონები უნდა გატარდეს, მაგრამ ის მისაღები უნდა იყოს ქართველი ხალხისთვის.
4. თავის მხრივ, ქართლ-კახეთის მეფეებს რუსეთის იმპერატორის ბრძანებულების გარეშე უფლება არ უნდა ჰქონოდათ საკუთარი კანონების გამოცემისა.
5. ქართლ-კახეთის სამეფოს მთელი შემოსავალი უნდა გადაეცეს რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას საჭიროების მიხედვით მოხმარებისათვის.
6. გიორგი XII ქართლ-კახეთის ციხე-სიმაგრეებში ექვსი ათასი ჯარისკაცის დაყენებას ითხოვს.
სპარსეთს და ოსმლაეთს არ სურდათ საქართველოს დაჭერით ვინმე სხვა სახელმწიფო ახლო მოსვლოდა, რადგანაც საქართველო ამ ორსავ სახელმწიფოს საზღვრად და გზად ედვა. თუმცა რუსეთისაგან შიშს ეს ორივ სახელმწიფო ერთად უნდა ემოქმედებინა, მაგრამ ასე არ მოუხდათ. სპარსეთს სურდა მარტოს სჭეროდა საქართველო, ჯერ ვითარცა კარი რუსეთიდამ აზიაში შემოსევისათვის დასაკეტი და მერმე ვითარცა გზა ოსმალეთის შესალახველი. ამასვე ჰლამობდა ოსმალეთი და სპარსეთს არ ანებებდა საქართველოს დაჭერას, თვით სწყუროდა ეს კარი და გზა თვითონ ჰქონებიყო და სპარსეთისათვის მუქრად ხელთა სჭეროდა. აზიაში ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს ეცილებოდა პირველობასა და ბატონობას და ამიტომ ერთმანეთს შორს უდგნენ.
გულკეთილი, მაგრამ სუსტი მეფე გიორგი როგორ გაუძლებდა ამისთანა გარემოებას და როგორ გაუძღვებოდა გაჭირვებულ სამეფოს, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის აოხრებისაგან ჯერ კიდევ არ გამობრუნებულიყო, არ გამორკვეულიყო და წყლული არ გამრთელებოდა. ამას დაურთეთ ის ამბავიც, რომ ლეკნიც-კი გაუთამამდნენ უღონოდ -ქმნილს მეფეს და, ახალციხის ფაშის წაქეზებით, ხან აქ იკლებდნენ ქვეყანას, ხან იქ. გარდა ამისა, შინ, მეფის სახლობაშიაც, ყველაფერი აწეწილი და აშლილი იყო. ცალკე ქვრივი დედოფალი დარეჯანი, ცალკე ძმები აეშალნენ, ყველანი თავის-თავისაკენ იწევდნენ და მეფეს ეურჩებოდნენ. სამეფო სვე-ბედი ხელში სათამაშოდ გაიხადეს და საწყალ მეფე გიორგის რა უნდა ექმნა ასეთ მდგომარიბაში: გარეთ მტრისათვის გაეცა პასუხი, თუ შინ გასძღოლოდა შუღლსა და ცილებას დედინაცვლისას და ძმებისას. ყოველ ამას შავი ჭირიც დაერთო და მთელი ქვეყანა შაძრწუნა და სასოწარკვეთილებას მისცა. თვითოეული ზემოხსენებული უბედურება ცალკე საკმაო იყო, რომ მეფე და სამეფო განეწირულებაში ჩავარდნილიყო და სულ ერთად ხომ ზედმოსეული - ერთ დიდ და უძლეველ უბედურებად შეიქმნა.
იქნება მეფე გიორგი შინაურს არეულობას და უბედურებას კიდევ როგორმე გასძღოლოდა, თუ გარედამ მტრის შიში მაინც არა ჰქონოდა. მაშინ აღა-მაჰმად-ხანი ცოცხალი აღარ იყო და მის მაგიერ სპარსეთის ტახტი დაიჭირა ბაბა-ხანმა. ბაბა-ხანი შუშისა და განჯის ხანებს ზედ-მისეოდ, მათის სახანოების დაპყრობა უნდოდა და მერე აპირებდა საქართველოს თავს დასხმოდა, ოსმალეთიც ახალციხიდამ იმუქრებოდა.
სხვა გზა არ იყო, მეფე გიორგის ან ოსმალეთთან უნდა დაეჭირა საქმე, ან სპარსეთთან და ან რუსეთთან, რომ როგორმე გადაერჩინა საქართველო ამოდენ ერთად ზუდმოსეულ უბედურებისაგან. ამ საქმეააჩქარება უნდოდა. ღვთის მოსავმა და ღვთის-მოყვარე მეფე გიორგიმ, რა თქმა უნდა, ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგანაც, მისდა მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლითაგან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოჰლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისათვის ჯვარცმულ ერის მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავი ერი მოიწვია საშველად და მფარველად.
მეფე გიორგი სთხოვდა იმპერატორ პავლეს სამი-ათას რუსის კარისკაცს, შეჭურვილს სათანადო იარაღით და ყოველ სამხედრო კუთვნილებითა. ამის თაობაზე მეფე გიორი სწერდა იმპერატორს პავლეს: "როცა თქვენი ძლევამოსილი ჯარი საქარველოში ყოფილა, ყოველთვის ბოროტნი კაცნი რაღაცეებს იგონებდნენ და სამდურავს და შუღლს აჩენდნენ თქვენისა და ჩვენის ჯარს უფროსთა შორის, ამიტომ გთხოვთ უბრძანოთ აქ გამოსაგზავნ ჯარის უფროსს, მარტო ჩემთან იქონიონ საქმე, ანუ ჩემ-მიერ რწმუნებულებთანო".
1799 წლის ნოემბერში ათასობით კაცი მიისწრაფოდა ქალაქ გარეთ, რომ რუსთა რაზმების შემოსვლა ენახა. ხალხი ზეიმობდა. ისინი რუსებს შეძახილებით დახვდნენ, შეძახულებით ამჟღავნებდნენ რუსეთისადმი გულწრფელ ერთგულებას.
    ხალხის ერთი ნაწილი ემხრობოდა ამ გადაწყვეტილებას მეორე ნაწილი კი არა.
     ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები საქართველოში რუსული კოლონიური რეჟიმის დამკვიდრებასთან დაკავშირებით:
" ქალაქ სიონის საყდარი ბაგრატიონთ ააგეს, მათ რომ ქართლი რუსებს მისცეს ვაი, რა ჭკუა წააგესა"
"მღდელი საყდარში შევიდა, შევიდა და დაიფაცა, წმიდა გიორგი გაუწყრეს, ვინც რომ ქართლი რუსებს მისცა".
ფილადელო კიკნაძე თავის მიერ შედგენილ პროკლამაციაში ამბობს , რომ "ახლა, მანამ რუსებს საქართველოში ჯერ ფეხი არა აქვთ გამაგრებული, ახლა უნდა დავესხათ თავს და გავრეკოთ აქედან, თორემ თუ ამათ ფეხი გაიმაგრეს, მაშინ მათი გაძევება ჩვენი მომავალი თაობისთვის ძნელი იქნება. ამიტომ ჩვენც გასაკიცხნი ვიქნებით მათგან. ახლა უნდა გათავდეს საქმე და ესენი უნდა გაძევებულ იქნენ აუცილებლად საქართველოდან"
           ნაწყვეტი სოლომონ დოდაშვილის ლექსად დაწერილი მოწოდებიდან:
„აღვიპყრათ ხელთა მახვილი,
მივცეთ მტერთა შიში ძრიელი,
ვეცეთ, ვეძგერნეთ გაგულებულნი,
განვდევნოთ სოფლით ძალით მოსრულნი,
ჩვენ მამულისა მაოხრებელნი,
წარვიდნენ აქით არ იყვნენ აქა!“
ალექსანდრე ორბელიანის საგამოძიებო ჩვენებიდან:
„შეთქმა ისე უნდა მომხდარიყო, რომ მთელი კავკასია შავი ზღვიდან მოყოლებული კასპიის ზღვამდე, სრულიად მთებისა და ბარის ხალხი უნდა გავერთიანებულიყავით და ერთიანი აღრეულობა მოგვედინა“
ნაწყვეტი საქართველოს სოციალისტ - ფედერალისტთა პარტიის  წინასაარჩევნო პლატფორმიდან:
„იმ არაქართველი ერის შვილებს, რომელნიც გაფანტულნი არიან ჩვენში, შეადგენენ უმცერესობას და არა აქვთ მთლიანი მოსახლეობა, ჩვენ მივცემთ კულტურულ ავტონომიას კულტურული საქმეების გასაძღოლად, მათ ხელში გადავა ნაწილი სახელმწიფოს შემოსავლისა, მათი ენა შემოღებულ იქნება ადგილობრივ დაწესებულებაში,’’
             პარტიის ერთ-ერთი ლოზუნგი: „ნამდვილი დემოკრატიული ხალხური რესპუბლიკა’’.
             ნაწყვეტი საქართველოს სოციალისტ - რევოლუციონერთა  პარტიის წინასაარჩევნო პლატფორმიდან:
„სოციალიზმის სამეფოში ყველა ერი უნდა შევიდეს ეროვნული ინდივიდუალურობის  მრავალფეროვნებითა და თავისებურებით. ესერთა პარტიისთვის არ არსებობს „ელინი და იუდეველი.’’ სომეხი, თათარი თუ ბერძენი მუშისა და გლეხის ინტერესები მისთვის ისეთივე ძირფასისა, როგორც ქართველი გლეხისა და პროლეტარიეტის ინტერესები’’.
პარტიის ერთ-ერთი ლოზუნგი: „თავისუფალ მიწაზე თავისუფალი მიწის მუშა’’.
ნაწყვეტი საქართელოს სოციალ - დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო პლატფორმიდან:
„სოციალ - დემოკრატები წინააღმდეგნი არიან ერთი ერის მიერ მეორე ერის დაჩაგვრისა და შევიწროების. საქართველოს დემოკრატული რესპუბლიკის საზღვრებში ყველა ერი უნდა თანასწორი იყოს და თითოეულ მათგანს სრული საშუალება მიეცეს ეროვნულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისა’’.
პარტიის ერთ-ერთი ლოზუნგი: „სრული დემოკრატიზმიდან სოციალიზმისაკენ’’

No comments:

Post a Comment