Thursday, March 15, 2018

დედოფალი მარიამი

თხოვნა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე პირველისადმი(ამავე თხოვნით მარიამ ბატონიშვილს მიუმართავ აწ უკვე გარდაცლილი  პავლე პირველის მეუღლისათვის მარიამ თევდორისათვის , ასევე პეტერბურგის მიტროპოლისათვის)
”მე უწყალო ქვრივი , დედოფალი მარიამ, მეუღლე მეფე გიორგისა ვითხოვ გადმომხედოთ უაღრესად ლმობიერებით და ისმინოთვედრება ჩემი,-თუ რაოდენი სხვა და სხვა გვარი უბედურებანი მხვდა წილად მე საცოდავსა
18 აპრილს (1803 წ) როცა  შუა -ღამეს ასე საათნახევარი გადასცილდა, მოვიდა ჩემთან ღენ. ლაზარევი ერთი როტა ჯარით; შემოვიდა ჩემ ოთახშიოთხი ოფიცერით, რომელ დროსაც ჩემთან იმყოფებოდნენ: დედა ჩემი, ჩემი სიძე ასლან ორბელიანი , ფრეილენები და მსახურები; აქ მან ყველა მყოფთ უბრძანა გარეთ გასვლადა დაუმატა, რომ ციციანოვისაგან დავალება მაქვს საიდუმლოდ მე რამე განმიცხადოსო. აქ მე მას ვსთხოვე , რათა ჩემთან დაეტოვებინა მხოლოდ ასლანი, რაზედაც ის დამეთანხმა. აქ, მან , ციციანოვის დავალებით, განმიცხადა, თითქოს მე ჩემი ორი შვილი ჩუმად გამეპარებინოს, რის გამოც მას უბრძანეს, ჩემთვის ყარაულები დაეყებინა. ამაზე ასლანმა მეორე ოთახის კარი გააღო და დაანახვა მას ორივე ჩემი ვაჟები და დაარწმუნა, რომ ისინი არავის არსად არ გაუპარებია….
… შემდეგ მე ყველა ჩემ შვილს დავუძახე და  შევყარე ერთად ისინი და ვსთხოვე ლაზარევს , ეამბნა ციციანოვისათვის სიმართლე და ეთქვა, რომ ყოველივე ეს ტყუილია და მას უბრალოდ აწუხებენ; ხოლო თუ მაინც არ სჯერათ , მაშინ ყარაული დამიყენონ. ამაზე ლაზარევმა მომიგო, რომ საჭიროა ასლანი თან გავაყოლო მას ციციანოვთან ყველა ამის მოსახსენებლად და იმის გასაგებად თუ რას ეტყოდა პასუხად…
ლაზარევმა ასლანი წაიყვანადა გავიდა სახლიდან,მაგრამ მალე ისევ შემოვიდა, შემოიყვანა ჯარი მცველებად დააყენა კარებთან და ჩემი ოთახის ფანჯრებთან. სასახლის წინ და უკან მოედანზე ასევე დააყენა მცველები;გაავსო ჯარით ყველა შესასვლელებიზევითა და ქვევით გასასვლელში და არც შინ და არც გარეთ არავის უსვებდა
.. მოგვიანებით ვახშამი მოვითხოვე; არც ამისათვის გაუშვეს ვინმე გარეთ, რამდენიმ ხნის შემდეგ მოიხმეს  ვინმე ყმაწვილი მოსე და ვახშამის მოსატანად გააგზავნეს . როცა ის უკან დაბრუნდა, უთხრეს რომ მინამ არ შეუშვებდნენ სახლში, ვიდრე ის თვით არ გასინჯავდა ყველა საჭმელს , რათა მე ბავშვებითურთ თავი არ მომეწამლა. შემდეგ შემოიტანეს ვახშამი
..ამ ამბის გაგონებამ ჩვენ შიშის ზარი დაგვცა; თან და თან ავირიეთ, გულმა წუხილი დაგვიწყო და სასოწარკვეთილებაში ჩავვარდით.. ვფიქრობდით:რა უნდა დაეტეხათ ჩვენთვის ისეთი, რომ შიშით ჩვენ თავი უნდა მოგვეწამლა და ჩვენი სიცოცხლე მოგვესპო? აქ თავი ვერ შევიკავე და საშინელი ქვითინი და ტირილი წაგვსკდა …
როგორც გაირკვა , ასლანი, როგორც კი ღენ. ლაზარევმა ჩვენგან გაიყვანა, არ წაუყვანიათ (შეთანხმებისამებრ)ციციანოვთან , არამედ დაუპატიმრებიათ…
ბავშვები, რომლებიც ჩვენს ასეთ საშინელ ყოფას და თან ყველა კარების წინ დაყენებულ დარაჯებს ხედავდნენ, შიშისა და ძრწოლისაგან ვერცა სჭამდნენ, ვერც სვამდნენ და გათენებამდის არ უძინიატ, მთელი ღამე ქვითინში გაატარეს… პაწია ირაკლიკი, შიშისაგანდა მთლად აკანკალებული, არავისთან დასაძინებლად აღარ მიდიოდა და მე ის ჩვენთან დავაძინე, რათა ბალღი ოდნავ დაწყნარებულიყო. განთიადზე , როცა სასახლის ეკლესიაში დილის ცისკარს ჩამოკრეს, მოვიდა ისევ ლაზარევი ოთხი ოფიცრითა და ყაზახებით. შემოვიდა ჩემთან და ყველა მსახური გარეთ გაჰყარა. ამავე დროს მითხრა : თითქოს ის გამოეგზავნოს ციციანოვს იმის გამოსაცხადებლად , რათა ავდგე და ჩემის ბავშვებით გავიდე და ჩვენდა გასაყვანად საგანგებო ეკიპაჯი მოიყვანა. ამაზე მე შევეკითხე , თუ რატომ წინ ღამით არ გამომიცხადა ეს, რომ წასასვლელად ოდნავ მაინც შევმზადებულიყავი. მან მიპასუხა, რომ არ ჰქონდა უფლება წინა ღამითვე გავეფრთხილებინე;
..იმ დროს მე 3-4 თვის ნაავადმყოფარი ვიყავ, ხოლო ჩემი მცირეწლოვანე ვაჟი, ოქროპირი კიდევ ავად მყავდა და მას პატრი ფილიპე ექიმობდა; ამის გამო ვსთქოვე ლაზარევს-შეეხვეწოს ციციანოვს , რათა ნება მომცეს ჩემი ავადმყოფი ვაჟი მაინც დასტოვო, ვიდრე მოიკეთებდეს და მერმედ ისიც წარმოგზავნონ. ლაზარევმა მიპასუხა, რომ მას არა აქვს ნაბრძანევი ასეთი პასუხით ციციანოვთან მისვლისა და არც იმის ნება აქვს, რომ მე კიდევ მეტი მოცდის ნება მომცეს. ამ პასუხის შემდეგ მე უფრო დაბეჯითებით დავუწყე თხოვნა- მომცენ დრო, თუნდაც ერთი საათი, ვიდრე გაიღვიძებდნენ დამფრთხალი მცირეწლოვანი ბავშვები, რათა სახლიდან ერთად გავსულიყავიჱ. მაგრამ მაინ არანაირი მუდამა მხედველობაში არ მიიღო. მან კვლავ მომიჭრა, თითქოს მე წასვლა არ მსურდეს და სხვა და სხვა  მიზეზით ვცდილობ ავიცდინო მგზავრობა, ამიტომ ის მალე მიჩვენებს , თუ როგორ გამიყვანენ აქედან ძალით… ეს მითხრა და გავიდა; მალე ისევ შემობრუნდა და თან შემოიყვანა 13-14 -მდე ყაძახები და ოფიცრები; ის ჩემთან  ახლოს მოვიდა, სადაც მე პაწია ბავშვით, ირაკლისთან ვიწექი, თითით აჩვენა   და უბრძანა  :უმალვე წავეყვანეთ მე და ჩემი ასული თამარიცა. თვითონ ისევ უკან გაბრუნდა…მაშინვე მოცვივდნენ ჩემთან რვამდე ოფიცერი და ყაზახები, ხელი წამავლეს, ხოლო ხუთმა მათგანმა თამარი შეიპყრეს. ერთმა მარჯვენა ხელი დამიჭირა; დაინახა რა ყველა ეს ჩემმა შვილმა ჯიბრაილმა, იშიშვლა თავისი ხანჯალი და დაუყვირა რუსთ, რომ ვიდრე ის ცოცხალია, არავის მისცემს ნებას ათრიონ მათი დედა. უბრძანა გასულიყვნენ  ისინი ეხლავ და რომ მათ ჩვენის ნებით წავყვებითო. ასე უბრალოდ რად გვათრევენო? ამავე დროს თამარმა , რომელსაც ხუთი კაცი შემორტყმოდა , დაინახა რა იქვე მეორე ხანჯალი , მას ხელი დაავლო ….
ამის მნახველნი , ჩვენი შემპყრობნი , დაშინდნენ, ერთბაშად მიგვატოვეს და გარეთ გაცვივდნენ… შემდეგ უცბად შემოვარდა ჩვენთან ღენ. ლაზარევი ამოღებულის ხმლითა, მასთან შემოცვივდნენ ხმალ ამოღებული ოფიცრები და ყაზახები. უეცრად მე მჯდომარემ დავინახე ჩემ წინ მდებარე ხანჯალი და მას ხელი წავავლე; დაინახა რა შემოცველინები გაშიშვლებულის ხმლითა, დედა ჩემი მათ წინ მიეგება და მუხლებში ჩაუვარდა . ის მათ ფეხთ უკოცნიდა და ყველას ევედრებოდა -თავი დაენებებინათ ამ ჩხუბისათვის . მატ ყურიც არ ათხოვე სდედას; წაჰკრეს რა ფეხი დაჩოქებულ მოხუცს , მასზე გადაიარეს და გადათელეს ის. ამ დროს ლაზარევმა უკნიდან ხმალი მომიქნია; მე უცებ თავი გადავწიე , რის გამოც ხმალი მხარში მომხვდა და დავიჭერი . მან ხორცი გამიჩეხა ძვლამდე , ხელის გულის ოდენაზე , როცა ძალით მიმათრევდნენ იმ დროს მეორედ დამარტყა ხმალი კაჭკაჭევმა ( ეს კაჭკაჭოვი სომეხი ყოფილა; პლატონ იოსელიანი მასზე წერს ”თვით დედოფალი დასჭრა მკლავში სომეხმა კაჭკაჭაშვილმა , პოლიციის კვარტალმან ”, მაგრამ საბედნიეროდ, მხოლოდ კაბა გამიჭრადა ხორცამდე ვეღარ დავიდა, იმიტომ რომ ქათიბის სახელო გახსნილი მქონდადა მოქნეული ხმალი განზე გააცურა; მესამედ თვალი ვეღარ მოვკარი, თუ ვინ დამარტყა ხრმალი, -თვითონ ლაზარევმა თუ ვინმე სხვამ . მას მე მარცხენა ხელი მივაგებე  და ხრმალმა ნეკი ხელის გულამდე ჩამიჭრა; ამ დროს შემოეხვივნენ ჩემს შვილს თამარს და ჯიბრაელს, რომელთაც თბილისის ნაცვალი ხანჯლის დანებებას სთხოვდა . ვიღაც ყაზახმა , თუ ოფიცერმა ხმალი მოუქნია თამარს, რომელსაც იქ მყოფმა ძიძამ ხელი აჰკრადა მას ხელი წააგდებინეს; ის ქალი ამჟამად ავლაბარშია; ჩემი სისხლით შეღებილი იყო ჩემი მცირეწლოვანი შვილი, რომელმაც უცბად გულსაკლავი რრიალი მორთო; ამ დროს მას და სხვა ბავშვებსაც სათითაოდ ხელი წაავლეს , ავად თუ კარგად მყოფნი, განუკითხავად მოედანზე გაიყვანეს, სადაც სამხედრო კომანდა იდგა და მათთან დატოვეს . ჩემი პაწაწკინა ანა, რომელიც გამზრდელს ძუძუს მოსწყვიტეს, გაყვანილ იქნა, მიუხედავად საშინელი ყვირილისა, ხოლო მისი ძიძა კი თავის ადგილას დასტოვეს .
ამ საშინელ დროს საცოდავი დედა ჩემი ჩემთან მოვარდა; მნახა სისხლში მოსვრილი, გულ წასული და უწყალოდ დაკოდილი, მწარედ დამტიროდა და ჩემს მოახლესთან ერთად ცდილობდა გონებას მოვეყვანე; მაგრამ მასთან  ყაძახები მივარდნენ და დასცხეს  თოფის კონდახები და ესენიც უმსგავსოდ გარეთ გაყარეს, ამ დროს კი მე ნახევრად მიწვენილი, ნახევრად კი იატაკზე ვეგდე
ეს ჩემი უბედურება მოხდა განთიადისას, ჯერ კიდევ ბნელოდა და ჩემ ოთახში სანთელი ენთო; უცებ  სალდათები შემოიყვანეს და ჩემს ტახტს გარს შემოარტყეს; კარგა ხნის შემდეგ , მზის ამოსვლისას, ჩემთან , უგრძნობლად გდებულთან, შემოვიდა თბილისის ნაცვალი ერთი ყაზახითა; ამათ მოიტანეს წყალლი და დამიწყეს : ყაზახმა პირიდან , ხოლო ნაცვალმა ხელის გულით შხურება და ნელ -ნელა გრძნობაზე მომიყვანეს. შემდეგ თავადი დიმიტრი ორბელიანი  მოვიდა და უბრძანა: ავეყვანეთ  ტახტიდან და საბანზე  დავეწვინეთ;ამწიეს და ჩამსვეს ტახტრევანში, რომელიც ლაზარევის დროშკაზე იდგა. შემდეგ ნაცვალი გავიდა, გამოიტანა გასისხლიანებული ბალიში და თავ ქვეშ ამომიდეს; ამის მნახველი ჩემი ქალები , რიფსიმე და გაიანე ჩამოცვივდნენ ზედა სართულიდან , მათთან ერთად ჩემი ფრეილინებიც და უზომოდ მტირალნი თმებს იგლეჯდნენ ამ ჩემს უბედურებაზე; მაგრამ უცებ ჯარისკაცნი კონდახებით მათაც დაერივნენ და სახლში შეჰყარეს. შემდეგ ჩასვეს ჩემი შვილები დროშკაში და წაიყვანეს; და რა ნახეს ჩემი შვილი ირაკლი ასე საშინლად მტირალი , ჩამისვეს ისევ და ჩემთან დააჯინეს…
ამ დროს მოიყვანეს 40 თუ 60 კაცი მუშა, რომელთაც ამწიეს და წამიღეს; ჩემი ჭრილობებიდან , რომელიც ჯერ კიდევ  შეხვეული არ მქონდა სისხლი ენთხეოდა… ამ დროს ფრიად ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი ; აქ იყვნენ როგორც უცხოელები , ისე თბილისის მცხოვრებნი და რუსნი, რომელიც უცქეროდნენ უწყალოდ სისხლის ნთხევას ჩემი ჭრილობებიდან
თათულა (ციციანოვისსგან გამოგზავნილი მკურნალი) მოვიდა  ჭრილობების შესახვევად  და რაკი მათ სხვა ვერა იშოვეს რა შესახვევად, ერთ ყაზახს, თუ ჯარისკაცს, გამოართვეს ტილოს სქელი ნაჭერი და იმით შემიხვიეს ჭრილობა .. ამ დროს ექიმმა თათულამ პირველად გამოაცხადა ”ლაზარევია მოკლულიო” , ვფიცავ მანამდე მე  ამისი არა ვიცოდი რა  მე ეს ამბავი პირველად ვერაზე შევიტყვე ”
(  მარიამ ბატონიშვილი .ავტ. თამარ და აკაკი პაპავა . 1956 წ)
შესაძლოა გონებარეულ და შეურაცხყოფილ დედოფალს არ სცოდნოდა , რომ მისმა მოქნეულმა ხანჯალმა მოკლა ლაზარევი
”როგორც ვსთქვით, კვირა თენდებოდა, რომ სასახლეში მოვიდა ლაზარევი. მას თან ახლდა თარჯიმანი სომეხი კაპიტანი სოროკინი (კაჭკაჭევი იქნებოდა) და ორი რაზმი ქვეითის ჯარისა.
დედოფალს გამოჰღვიძებოდა და ფეხმოკეცილი ლოგინშივე იჯდა. დანარჩენთ ისევ ეძინათ. ლაზარევი შემოვიდა მისს ოთახში, თარჯიმანის პირით მოახსენა:
,,ადექით! უნდა წახვიდეთ”
დედოფალმა მშვიდის ხმით მიუგო:
— რისთვის უნდა ავსდგე ახლა? ვერ ხედავთ, ჩემს შვილებს ჯერ ისევ ტკბილადა სძინავთ? უცებ რომ გავაღვიძო, აწყენთ, სისხლი გაუფუჭდებათ. ასეთი საჩქარო ბრძანება ვინ მოგცათ
-ციციანოვმა.
-ციციანოვი ცოფიანია.
პოლკ. როტიერის (როტიერი 1811-1818 წ. განაგებდა მეოცე დივიზიის შტაბს, რომლის უფროსად იყო თავ. ორბელიანი (,,მოამბე” 1894, N VII, გვ. 1), აზრით დედოფალს ამ სიტყვებით იმის თქმა უნდოდა, რომ ციციანოვი თავის გვარის ღირსი არ არისო, რადგან თავის ნათესავებს აგრე სასტიკად ეპყრობაო.
ამასობაში დედოფალმა მუხლებზე დაიდვა მუთაქა, რომლის ქვეშ შეუმჩნევლად დამალა თავის ქმრის მეფე გიორგის ხანჯალი.
ლაზარევი დარწმუნდა, რომ დედოფალი შვილების გაღვიძებამდე გვაცდევინებსო, ამიტომ მიუახლოვდა ტახტს და უნდოდა დედოფლისათვის ფეხში ხელი ეტაცნა და წამოეყენებინა, მაგრამ, ვიდრე ლაზარევი სწვდებოდა, დედოფალი წამოვარდა ელვის სისწრაფით და ისე ძლიერად ჩასცა ლაზარევს ხანჯალი მარცხენა გვერდში, რომ ხანჯლის წვერი მეორე მხარეს გავიდა. მერე გამოაცალა ხანჯალი, თავში დაარტყა და სრულის გონებით მიაძახა: “ასეთის სიკვდილის ღირსია ის, ვინც გაბედა და ჩემს უბედურებას უპატიურებაც დაურთოო”.
ლაზარევი იქვე უსულოდ დაეცა.
სოროკინმა იძრო ხანჯალი და რამდენიმეჯერ დაჰკრა დედოფალს.
ხმაურობაზე გამოეღვიძა ელენეს, დედოფლის დედას, და გასისხლიანებული შვილი რომ დაინახა, მივარდა და გულში ჩაიკრა.
ოთხმა აფიცერმა გაასვენეს ოთახიდამ ლაზარევი. სასახლე გაივსო ჯარის კაცებით. დედოფალი შვილებითურთ ჩასვეს ეტლში და დარიალისკენ წაიყვანეს.
გზაზე ჯიბრაილი შეეკითხა დედას:
-დედა, რათ მოჰკალი ის აფიცერი?
-თქვენის სიკეთისთვის.
-მაშ, დედა, თქვი, რომ მე მოვკალი ის კაცი და შენ აღარას გავნებენ.”

მარიამ ბატონიშვილის ჩივილი რუსეთის ხელმწიფისადმი ყურად არ იღეს, არც პავლე პირველის ქვრივმა, არც ალექსანდრე პირველმა, არც რუსეტის მიტროპოლიტმა
საქართველოდან  გასახლებული მარიამ ბატონიშვილი ”ეკითხებოდა ზეცას, თუ სადაა სამართალი იქ, საცა  ”ცილის წამებით იძიება სისხლი ერთის ათასეულის უფროსისა (ლაზარევისა) ხოლო  ჩვენ ყველანი არც კი ღა ვიხსენებითო”
ამ ამბებზე დავით ბატონიშვილი წერს
”და დააპატიმრეს დედოფალი მარიამ ძეებითურთ თვისით მონასტერსა შინა ბელღოროდსა, რომელიც არის კურსკის ღუბერნიასა, ვინაიდან  განუნახველობითა თვისითა ციციშვილმან შეამთხვა ესე, ვითა ძვირის სახლსა სამეფოსა და დასდვა  სირცხვილიცა დიდი რუესეთისა”
”17 ივლისს 1850 წ. ყველა მცხეთისაკენ მიმავალი გზები სავსე იყო უთვალავი ხალხით, რომელიც ცდილობდა შეხვედროდა დუშეთიდან ნელად მომავალ სამგლოვიარო პროცესიას ; მოასვენებდნენ დედოფალ მარიამს ”….დედოფალის ვედრება სამშობლოში დაბრუნებაზე , რაიც ნახევარ საუკუნის მანძილზე გმინვად ისმოდა, ყრუდ იქმნა დატოვებული. ახლა კი მისი დადუმებული ცხედარი ასეთი დიდის ცერემონიალით წამოასვენეს  და მცხეთას მიაბარეს ” (მარიამ დედოფალი. ავტ. თამარ და აკაკი პაპავა. 1956 წ.)
”ვერ აიტანე ძალმომრეობა ,
ვერ შეგისყიდა შენ მტერმა ფულით,
სამშობლო შენი მას არ დაუთმე
მძაფრად მახვილი ჩაჰკარი გულში”.

No comments:

Post a Comment