,,სოციალიზმის
სამეფოში ყველა ერი უნდა შევიდეს ეროვნული ინდივიდუალობის მრავალფეროვნებითა და თავისებურებით.
... ესერთა პარტიისთვის არ არსებობს ,,ელინი და იუდეველი.” სომეხი, თათარი თუ ბერძენი
მუშისა და გლეხის ინტერესები მისთვის ისეთივე ძვირფასია, როგორც ქართველი გლეხისა და
პროლეტარიატის ინტერესები”.
პარტიის ერთ-ერთი ლოზუნგი: ,,თავისუფალ მიწაზე თავისუფალი
მიწის მუშა”.
V. რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის პროკლამაცია.
1919 წლის თებერვალი.
,,მენშევიკები
და ყველა რჯულის ნაციონალისტები აპირებენ კვლავ მოატყუონ ხალხი, იწვევენ რა დამფუძნებელ
კრებას საყოველთაო არჩევნების გზით. ...
ჩვენი პარტია,
მუშების, ღარიბი გლეხობის, ჯარისკაცებისა და ყველა პატიოსან მშრომელთა პარტია გამოდის
წინააღმდეგ ასეთი კრებისა და იმგვარი არჩევნებისა, რომლის შემწეობით მენშევიკებს, ყველა
კაციჭამია ნაციონალისტებსა და გაქსუებულთა პარტიას განზრახული აქვთ კვლავ მოატყუონ
ხალხი. ისინი აპირებენ სამუდამოდ მოსწყვიტონ ჩვენი ქვეყანა რევოლუციურ რუსეთის მუშებს,
გლეხებსა და წითელარმიელებს, სურთ გადააქციონ იგი გაზულუქებულ ქართველთა მამულად. ამიტომაც
ჩვენი პარტია არ იღებს არავითარ მონაწილეობას ამგვარ არჩევნებში. უცხადებს ბოიკოტს
ნაციონალურ დამფუძნებელ კრებას და მოუწოდებს ყველას არ მიიღონ მონაწილეობა მენშევიკებისა
და სხვა ნაციონალისტების მატყუარა საქმეებში. ... გაუმარჯოს ბოიკოტს!”
No comments:
Post a Comment