Wednesday, May 16, 2018

ეპოქია ისტორიული მიმოხილვა 1918 წლის 26 მაისიდან 2018 წლის 26 მაისამდე


                               
1918 წლის 26 მაისს 17 სთ. 10წთ. ნოე ჟორდანიამ წაიკითხა  ,, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“, რომელითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. მასინვე ამ ისტორიული დოკუმენტის რუსულენოვანი ვარიანტი გრიგოლ ვეშაპელმა წაიკითხა, ხოლო გრიგოლ რცხილაძემ ქართული ტექსტი მეფისნაცვლის სასახლესთან მოზღვავებულ ხალხს გააცნო, აღტაცებული ხალხი ვლასა მგელაძის მეთაურობით მთაწმინდაზე ავიდა და ილია ჭავჭავაძეს  საფლავში ჩასძახა:,, გიხაროდენ დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა!’’
 ქართველი ხალხის 117 - წლიანი ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა. საქართველომ თავისი მრავალსაუკუნოვანი ეროვნული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა აღადგინა ეპოქის შესაბამის დემოკრატიული რესპუბლიკის სახით. ამით ქართველი ხალხის ისტორიაში სრულიად ახალი ერა დაიწყო.
ნაწყვეტი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან.
,, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შექმნა, მისის საშუალებით გარესე ძალის მიერ დაპყრობლისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
ამის თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო აცხადებს:
1)      ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2)      დამოუკიდებელი საქართველო პოლიტიკური ფორმაა დემოკრატიული რესპუბლიკა
3)      საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელწიფოა.
1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება მეტად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარეობდა. ქვეყანას პირველ ხანებში არ ცნობდა რუსულითეთრი მოძრაობა”, რომელიც გამოდიოდაერთიანი და განუყოფელირუსეთის ლოზუნგით. მოუწესრიგებელი იყო აგრეთვე სასაზღვრო საკითხები ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული კამათი ჰქონდა აზერბაიჯანთან ზაქათალის ოლქის გამო. სომხეთის რესპუბლიკა კი პრეტენზიას აცხადებდა საქართველოს სამხრეთ რაიონებზე, სადაც მოსახლეობის ნაწილი სომხური იყო.
სადავო ოლქის სამხრეთ ნაწილში შეიქმნა .. “ნეიტრალური ზონაშერეული ქართულ-სომხური ადმინისტრაციით. საქართველოს სრული იურისდიქცია ამ კუთხეში მხოლოდ 1920 წლის ნოემბერში აღდგა. 1918 – 1920 წლებში ლოკალური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთელი ოსებით დასახლებულ ტერიტორიებზე და სხვა რეგიონებში, სადაც ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ გამოსვლებს. ამ გამოსვლების მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნისტების აგიტაციით იყო გამოწვეული.
მიუხედავად ყოველივე ამისა, სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველაზე ძნელი პირველი პერიოდის სირთულეები მთლიანობაში დაძლეული იქნა. 1920 წლის ბოლოსათვის რესპუბლიკაში უკვე აშკარად შეიმჩნევა ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციის ნიშნები. საქართველოს დაუბრუნდა ბათუმის ოლქი, რომელიც თურქეთის მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ერთ ხანს ინგლისელებს ჰქონდათ დაკავებული. აღმავლობას იწყებს მეცნიერება და კულტურა. თბილისში გაიხსნა უმაღლესი სასწავლებლებიუნივერსიტეტი და კონსერვატორია. შეიძლება ითქვას რომ თუ არა ახალი ინტერვენცია და ანექსია საქართველო თავს დააღწევდა კრიზისს და გააგრძელებდა დამოუკიდებელი განვითარების გზას.
საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის არსებობდა 1920 წლის 7 მაისის ხელშკრულება, რომლითაც რუსეთმა აღიარა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობამ იკისრა თავის ტერიტორიაზე კომუნისტებისათვის ლეგალური მუშაობის შესაძლებლობის მიცემა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ 7 მაისის ხელშეკრულება რუსეთს ჭირდებოდა მხოლოდ ქართველთა სიფხიზლის მოსადუნებლად და საქართველოში თავისი აგენტურისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად. მოსკოვი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისა და ამიერკავკასიის უკანასკნელი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გასაბჭოებისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში საქართველოსათვის მეტად ნეგატიური როლი შეასრულეს მაღალ თანამდებობებზე მყოფმა ქართველმა კომუნისტებმა. სტალინმა, . ორჯონიკიძემ და სხვ.

1921 წლის 12 თებერვალს სომხეთთან მოსაზღვრე რაიონში კომუნისტებმა მოაწყვეს გლეხთა აჯანყების იმიტაცია, 16 თებერვალს კიაჯანყებულთადახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ.  საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1920 . 7 მაისის ხელშეკრულება და განახორციელა საქართველოს ფაქტობრივი ანექსია. ქვეყანაში კომუნისტური დიქტატურა დამყარდა. გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.
საქართველო იძულებით შეიყვანეს საბჭოთა კავშირში. დამოკიდებლობაწართმეული ქვეყანა 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.
სტალინის 1921 წლის 16 თებერვალის დეპეშიდან  სერგი ორჯონიკიძისადმი
,, ...... ახლავე შეუტიე, დასტურია ქალაქი აიღე.“
1921 წლის 21 თებერვალი კონსტიტუციის მიღება.მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფება – მეთერთმეტე არმია – უტევდა თბილისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან. გარდა ამისა, ცალკეულმა შენაერთებმა და ქვედანაყოფებმა იერიში მოიტანეს აფხაზეთსა და ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელებზე. წითელი არმია თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის არმიამ დაიკავა თბილისი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების დროს შეტაკებაში 30 იუნკერი დაიღუპა. ისინი რუსთაველის გამზირზე, დღევანდელ პარლამენტის შენობასთან დაკრძალეს.
1921 წლის 25 თებერვალი საქართველომ კვლავ დაკარგა დამოუკუდებლობა, კვლავ რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა, ქართველი ხალხის წინაშე კვლავ დადგა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხი1921 წლის 18 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ერთად საფრანგეთისაკენ გაემგზავრენენ.
1921 წ. ანტისაბჭოთა შეიარღებული ბრძოლა სვანებმა წამოიწყეს.
1922 წ. აჯანყება დუშეთის რაიონში დაიწყო. დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრები: კოტე აფხაზი, ალექსი ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, გიორგი ხიმსიასვილი გაუსამარტებლად დახვრიტეს. მალევე მათი ბედი ვაჟა-ფსაველას ვაჟმა ლევან რაზიკაშვილმაც გაიზიარა.
1922 წელს საყოველტაოაღშფოთება გამოიწვია საქართველოსკატალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაის დაპატიმრებამ.მას ,, დანასაულად ‘’ ჩაუტვალეს1922 წლის გენუის საერტაშორისი კონფერენციისადმი მიმართვა, სადაც საქართველოსათვი დახმარებას ითხოვდა.. ,,ცენტრალურმა სა,მხედროკომისიამ დიდი მუშაობა გასწაია აჯანყების მოსამზადებლად. აჯანტება1924 წლის 17 აგვისტოსათვის დაინიშნა, მაგრამ რეპრესიების გამო 19 აგვისტოს გადაიდო. გადამწყვეტი როლი ამ აჯანყებაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს უნდა შეესრულებინა. მთავარსარდლად კი სპირიდონ ჭავჭავაძე დაინიშნა.სამწუხაროდ ჭიათურაში აჯანყება ერთი დღით ადრე დაიწყო.ამან კი საყოველთაო აჯანყების თარიღი უნებურად გასცა, რამაც ხელისუფლებას საშუალება მისცა სათანადო რეპრესიული ზომები მიეღო. აჯანყება სამწუხაროდ მარცხით დამთავრდა.
1937 წლელს საქართველოში ჩატარებულმა საბჭოთა რეპრესიებმა  უმძიმესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ინტელიგენციას. რეპრესიებს შეეწირნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, დიმიტრი შევარდნაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი,, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე, და სხვანი.
ამ რეპრესიების დადებითი შედეგი ის იყო რომ ამიერკავკაიის ფედერეცია გაუქმდა და საქართველო მოკავშირე რესპუბლიკად იქცა და საბჭოთა  კავშირიდან გასვილი უფლება მოიპოვა.
მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1 სექტემბერს დაიწყო, 1942 წლის 22 ივნიი       ფაშისტურმა გერმანიამ ომი გამოუცხადა საბჭოთა კავშირს. საქარტველო როგორც საბჭოთა კავშირის როგორც ერთ-ერთი მოკავშირე რესბულიკა ომში ისე ჩაერთო.ქართველმა ხალხმა უდუიდესი მსხვერპლი მიიღო. ფრონტზე გაწვეული 700 000 კაციდან,მესამედზე მეტი სახლში არ დაბრუნებულა.240 000 ქართველი მეომარი     ორდენებით დაჯილდოვდა,165 000            საბჭოთა  კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. ბევრი მათგანი კი  დღესაც ქართლი პოეზიისა და ხელოვნების გმირად რჩება, ზოგმა კი საერთაშორისო აღარება მოიპოვა.სამარადისოდ უკვდავყო თავისის სახელი პოლკოვნიკმა დიმიტრი ამილახვარმა,,რომელიც საფრანგეთის  ეროვნულ გმირადგამოაცხადეს.იტალიის გმირის სახელი დაიმსახურა ფრონე მოსულიშვილმა, რომელმაც ტყვეობას თავი დააღწია და იტალიელ ფაშისტებთან ბრძოლას სიციცხლე შესწირა.მასობრივი გმირობის ნიმუშად დარჩება კუნძულ ტექსელზე მომხდარი ქართველ ტყვეთა  თავგანწირული აჯანყება.
1956 წლის 9 მარტის ტრაგედიამ დასაბამი მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი  ბრძოლის ახალ ეტაპს. გაჩნდა ფარული ჯგუფები,სტამბები, გამოცემები, ოქროს საწმისი, საქართელოს მოამბე და სხვანი.ზ. გამსახურდიას და მ.კოსტავას მირ შერმნილი ,, საქრთველოს ჰელსინკის კავშირიც’’ თვადაპიველად არალეგარულ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ბრეჟნევის მთავრობა კი საბჭოთა კავშირის ხალხთა ასიმილაცია - გარუსების ტრრადიციული პოლიტიკის გაგრზელებას ცდილობდა, საიმპერიო ცენტრამა მოითხოვა საქართველოს ახალი კონსტიტუციიდან ამოეღოთ დებულება ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსუს შესახებ.
ქართულმა საზოგადოებამ პროტესტი განაცხადა საქართველოს კონსტიტუციიდან ამ პუნქტის ამღების  წინააღმდეგ 1978 წლის 12 აპრილს  თბილისის ქუჩები დემონსტრანტებით და მანიფესტებით დაიფარა. შექმნილ ვითარებაში საიმპერიო ხელისუფლება იძულებული გახდა უკან დაეხია და დათმობაზე წასულიყო 14 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სასახლის წინ თავმოყრილ ხალხს ე. შევარდნაძემამცნო მოსკოვის,,წყალობა’’ ახალკონსტიტუციაში ენის სტატუსი სენარჩუნდა
XX საუკუნის 50 -80 -იან წწ ქართულმაკინომ დაიმკვიდრა თავისი ადგილი მსოფლიოკინხელოვნებაში. დიდი წარმატება ხვდა წილად რეზო ჩეხეიძის,, ჯარისკაცის მამას’’, თენგიზ აბულაძის  ,,მონანიებას’’ და ,,ვედრებას’’, ელდარ შენგელაიას ,, ,,ვერის უბნისმელოდიები’’. ,  გიორგი შენგელაიას ,,არაცეულებრივი გამოფება’’ და,,შერეკილები’’. ქართულმა მუსიკამ ეროვნული და  საკაცობრიო ტრადიციების შერწყმა მოახერხა. ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განხორციელებულმა  ალექსი მაჭავრიანის ბალეტმა ,,ოტელომ’’თითქმისმთელი მსოფლიო ტრიუმფით მოიარეს ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილ;ის ცეკვის ანსამბლმა, ამ პერიოდში მოღვაწეობდა პიანისტი ელისო ვირსალაზე და მარინე მდივანი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე, ქართული საშემსრულებლო მუსიკალურ ხელოვნებას დიდი ღვაწლი დადო  ჯანსუღ კახიძემ.
აღმავლბას განიცდიდა ქართული ახვითი ხელოვნება აიგო ელგუჯა ამაშუკელის,,ქართლის დედა’’ და ,,ვახტანგ გორგასალი’’, ვალერიან თოფურიძისა და  შოთა მიქატაძის,,ილია დააკაკი’’ გიორგი ოჩიაურის ,,ვაჟა-ფშაველა’’ და სხვა. საყოველთაო აღიარებ ჰპოვა მერაბ ბერძენიშვილის ქმნილებებმა ,,დავით აღმაშენებელი,,,გიორგი სააკაძე’’ ,,კიდევაცდაიზრდებიან.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ირაკლი ოჩიაურისა და კობა გურულის მიერ ძველი ქართული ჭედური ხელოვნების აღორძინებას.
1987 წლის 31 ოქტომბერს თბილისში შეიქმნა პირველი არაფორმალური პოლიტიკური ორგანიზაცია “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება”, რომლის ერთ-ერთ წევრად მიიღეს ზურაბ ჭავჭავაძე.
1988 წლიდან ეროვნულ -განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ახალი ხასიათი მიიღო
1989 წლის 18 მარტს, ე.წ. ლიხნის შეკრებაზე კრემლის წაქეზებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოყოფა მოითხოვეს.1989 წლის 2 აპრილს სოხუმში  ”ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ჩაატარა გრანდიოზული აქცია, რომელშიც ბევრი აფხაზი მონაწილეობდა.
      ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან ასაცილებლად წინააღმდეგობის ცენტრის თბილისში გადატანა გადაწყვიტეს. 4 აპრილიდან თბილისში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო..
ზურაბ ჭავჭავაძე სტატიას, რომელიც მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლების საკითხებს მიუძღვნა, ასე იწყებს: „ილია ჭავჭავაძის ბედი დაჰყვა მისი სახელობის საზოგადოებას. ჩვენც დიდი ილიას მსგავსად გაუთავებლად გვლანძღავენ.....
4 აპრილს დაწყებულ შიმშილობის საპროტესტო აქციას და მშვიდობიან მიტინგებს საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა ხელმძღვანელობდა. 
რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ ხალხის რაოდენობა დღითი-დღე იზრდებოდა დაახლოებით 6-7 აპრილს, საბჭოთა კავშირის უმაღლესმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, აღეკვეთა აქცია და სიტუაცია საქართველოში კონტროლს დაექვემდებარებინა.
9 აპრილი  საღამოს 8-9 საათისათვის რუსთაველის გამზირზე ტევა აღარ იყო. როგორც ჩანს მავანმა გააფრთხილა კიდეც მომიტინგეები  :«დღეს დაგარბევენ, თავს უშველეთ». მაგრამ......
1989 წლის 9 აპრილს დილის 4 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია ტანკებით, საბრძოლო ნიჩბებითა და მომწამვლელი გაზით განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს
9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევა განახორციელეს
საბჭოთა არმიის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შინაგანი ჯარის სამხედროებმა, ამავე ოლქის კომენდანტის, გენერალ იგორ რადიონოვის და სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის კონსტანტინ კოჩეტოვის ხელმძღვანელობით
9 აპრილს ნიჩბები გამოიყენეს მხოლოდ მედესანტეებმა ანუ 345 ე საჰაერო საპარატუშო პოლკის ჯარისკაცებმა ეს პოლკი მთელ საბჭოთა კავშირში ითვლებოდა ელიტარულ ქვედანაყოფად 1989 წლის 15 თებერვლამდე იბრძოდნენ ავღანეთში და უკანასკნელმა საბჭოთა მედესანტებ 15 თებერვალს დატოვა ავღანეთი .... ზუსტად ამ სადესანტო პოლკის ჯარისკაცებმა 9 აპრილს უმოწყალოდ დაჩეხეს ქალები და გოგონები ამ 345 ე პოლკმა აიღო სოხუმი 1993 წლის სექტემბერში დღეს ეს პოლკი არის გუდაუთაში დისლოცირებული.”სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გვფარავდეს ღმერთი!”
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ქვეყანაში ეროვნული მოძრაობა გაძლიერდა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო იძულებული გახდა, 1921 წლის 25 თებერვლის გასაბჭოების აქტი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციად ეცნო, მოგვიანებით, კი უზენაესი საბჭოს არჩევნებიც დაენიშნა. არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და პარტიამ "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქარტველო" ზვიად გამსახურდიას მეთაურობით გაიმარჯვა.
1991 წლის 31 მარტს უზენაესმა საბჭომ ჩაატარა საყოველთაო რეფერენდუმი შემდეგი კითხვით:
"თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?"
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის 90,3%-მა. მონაწილეთა 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი. 1991 წელის 9 აპრილს, რეფერენდუმის საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისს კი, საქართველომ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია აირჩია.
თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისაკენ სავლი გზა ახალგაზრდა ქართული სახელმწისოსატვის დაბრკოლებებით აღსავსე, რთული დაწინააღმდეგობრივი აღმოჩნდა.1991 წელს დაიწყოსამოქალაქო იმი,1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ , მთავრობის წევრებმა და მმართველი უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილმა თბილისი დატოვა..ე. შევარდნაძის სამშობლოში დაბრუნებას 1992 წლის გაზაფხულზე საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი  იმედიტ შეხვდა.
აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში იყო ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.
კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი . . „ზვიადისტებთან“ (ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან), რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოშისამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.
კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 20,000-დან 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.
2003 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა მშვიდობიანი, მაგრამ არაკონსტიტუციური გზით. მოქალაქეთა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაახლოებით სამ კვირას გაგრძელდა და 23 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, გადადგომით დაგვირგვინდა. პროტესტი გამოიწვია დარღვევებმა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შედეგები, ფართოდ გავრცელებული აზრით, სახელისუფლებო პარტიების, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების კავშირის სასარგებლოდ იყო გაყალბებული. ეს შეფასება დაადასტურა განსხვავებებმა არჩევნების წინასწარ შედეგებსა და ეგზიტპოლებს, აგრეთვე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს შორის. ხელისუფლების შეცვლის ეს ეპიზოდი ,,ვარდების რევოლუციის” სახელით შევიდა ისტორიაში, საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესმა ნაწილმა „ვარდების რევოლუცია” ჩათვალა მნიშვნელოვან ნიშანსვეტად, რომელიც საქარ2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთი მხრივ საქართველოსა და მეორე მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოს და აფხაზ სეპარატისტებთან ერთად.თველოს დემოკრატიული ღირებულებებისაკენ შებრუნებას მოასწავებდა.

 ,,მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.’’

No comments:

Post a Comment