Thursday, July 19, 2012

ნორმანები და ნორმანდიელები


                                                    
    VIII საუკუნის მიწურულიდან  XI საუკუნის შუახანებამდე შინაომებს დაერთო ევროპის ქვეყნების მოსახლეობის გამუდმებული აწიოკება სკანდინავიისა და იუტლანდიის ნახევარკუნძულებზე მცხოვრები ნორმანების მიერ.
  ნორმანები იმ დროს საუკეთესოდ იყვნენ შეიარაღებულნი, სამხედრო სტრატეგიაც მოქნილი ჰქონდათ. გარდა ამისა, ჩრდილოეთის მკაცრი ბუნება და თავისუფალ ადამიანად აღზრდის წესი მათ დიდ ამპარტავნობასა სიმამაცეს ანიჭებდა.
  სკანდინავიურად ნორმანი ჩრდილოეთის ადამიანს ნიშნავს  ___  ასე უწოდებდნენ დასავლეთ  და ცენტრალურ ევროპაში  სკანდინავიელებს. თვით სკანდინავიაში კი ევროპულ ქვეყნებზე ლაშქრობის მონაწილეებს  ვიკინგებს ეძახდნენ.
  შვედების, ნორვეგიელებისა და დანიელების წინაპრებმავ  VIII საუკუნის მიწურულისათვის მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს გემთმშენებლობაში, რამაც მათ საშვალება მისცა გასულიყვნენ არა მხოლოდ ბალტიის ზღვაში, არამედ ატლანტის ოკიანესა და ხმელთაშუა ზღვაშიც.
  თავიანთი მაღალ ხარისხოვანი ფოლადის ცულებით ისინი ამზადებდნენ ხის შესანიშნავ სწრაფმავალ ხომალდებს. ნორმანების ხომალდი 20-30 კაცისათვის იყო გაანგარიშებული და მისი სიგრძე დაახლოებით 30 მეტრს შეადგენდა. გარდა იალქნიანი ანძისა, ხომალდი ნიჩბითაც იყო აღწურვილი.
  ამხომალდების მეშვეობით ნორმანებმა მიაღწიეს ისლანდიას შემდეგ გრელანდიას, სადაც თავიანთი დასახლებები შექმნეს. ევროპელებიდან მათ პირველებმა მიაძწიეს ჩრდილოეთ ამერიკას ლეიფ ერიქსონის მეთაურობით 1003 წელს. ლეიფ ერიქსონმა ამერიკის აბორიგენებს ,,სტელინგები“ უწოდა.  მაგრამ ფეხი იქ ვერ მოიკიდეს ( ვერ შეეგუეს თბილ კლიმატს)  და ეს გენიალური აღმოჩენა  XIII  საუკუნის მიწურულისათვის  მივიწყებული იქნა.
   ამერიკაში ნორმანთა ნასახლარი აღმოჩენილია ნიუფლაუნდლენდში, კანადასა და მეინში.
   XI საუკუნეში ნორმანები კლიმატის გაუარესების გამო  გადმოსახლდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში და სამხრეთ იტალიაში.
  ჩრდილოეთ საფრანგეთის  ნაწილს ეწოდა ნორმანდია და იქ დაარსეს ნორმანებმა ქალაქი პარიზი, ხოლო სამხრეთ იტალიაში ქალაქი ნეაპოლი.
      ნორმანები წარმართებიიყვნენ. თავიანთ ღმერთებს ისინი ასებს უწოდებდნენ.
XI საუკუნეში ისინი ქრისტიანობას იღებენ და წყვეტენ თავდასხმებს ევროპის ქვეყნებზე.
     ქართულ წყაროებში ნორმანებს უწოდებდნენ ვარიაგებს  XI  საუკუნეში ნორმანების ერთი ნაწილი დასავლეთ ევროპაში სახლდება ნაწილი კი ბიზანტიისაკენ იღებს გეზს.  საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ს,  როცა ეხმარებოდა ბიზანტიის ჯარი ბაღვაშთა  წინააღმდეგ სოფელ ბაშში ჩამოვიდნენ ბიზანტიელთა მიერ გამოგზავნილი ვარიაგნი.

   XII საუკუნეში სამხრეთ იტალიასა და კუნძულ სიცილიაზე ჩამოსახლებულმა ნორმანდიელებმა საკუთარი სამეფო შექმნეს, რომელსაც კუნძულ სიცილიის მიხედვით სიცილიის სამეფო, ხოლო დედაქალაქის მიხედვით  ნეაპოლიტანიის სამეფო  უწოდეს.
 

1 comment: