Thursday, April 11, 2013

ბახტირონის აჯანყება

    XVII  საუკუნის  50-იანი წლების  ბოლოს უმძიმესი მდგომარეობა  შეიქმნა კახეთში. ირანის შაჰმა აბას II-მ თავისი წნაპრის აბას I -ის , პოლიტიკა  განასხლა  და  კახეთში მომთაბარე თურქმანების  ჩამოსახლება  დაიწყო.ჩამოასახლეს დაახლოებით 80 ათასამდე თურქმანი. კახეთი  კუიდევ  ერთხელ  დადგა  გადაგარების და  გადაშენების  საფრთხის  წინაშე.თურქმანები  ყოველმხრივ  ჩაგრავდნენ  და ავიწროვებდნენ  ქართველებს. თურქმანთა შორის მესაქონლეობა იყო  განვითარებული და მათ  მხოლოდ საძოვრები  აინტერესებდათ. კახეთი კი მიწათმოქმედების,  მევენახეობა-მებაღეობის ქვეყანა იყო.თურქმანების  ჩამოსახლებამ  მძიმე  მდგომარეობაში  ჩააგდო  თუშები, ფშაველები და  ხევსურები.ირანის წინააღმდეგ  აჯანყებას  სათავეში  ჩაუდგნენ  ზაალ  არაგვი  ერისთავი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა  და ელიზბარ ქსნის  ერისთავები. აჯანყებაში  მონაწილეობა  მიიღეს თუშებმა- ზეზვა  გაფრინდაულის  მეთაურობით, ხევსურებმა  ნადირა  ხოშარაულის  წინმძღოლობით  და  ფშაველებმა  გოგოლაურის  თავკაცობით.  თუქმანებს  კახეთში  ორი  გამაგრებული პუნქტი  ჰქონდათ:  ბახტრიონის  ციხე  და ალავრდი. აჯანყება 1659 წ  მოხდა. არაგვის საერეისთაოს  ჯარი ზაალის შვილის ზურაბის სარდლობით და ქსნის ერისთავების ჯარი  ახმეტაში შეიკრიბნენ. ბახტრიონის ციხესთან მოვიდნენ ფშაველები, თუშები  და ხევსურები. კახელები  კი ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით ალავერდს  მიადგნენ. ქართველებმა  თითქმის ერთდროულად  შეუტიეს  ბახტრიონსა და ალავერდს  და ორივე  აიღეს.თურქმანთა  დიდი ნაწილი ამოწყვიტეს. შაჰის  ბრძანებით, ვახტანგ V-მ  ზაალ ერისთავს  თავი  მოაკლევინა.1662 წ თურქმენებნმა  ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა  და ელიზბარ ქსნის  ერისთავები სიკვდილით  დასაჯეს.ისინი ქართველებმა
იკორთის მონასტერში დაკრძალეს. ისისნი ეკელსიამ წმინდანებად  შერაცხა. კახეთი  ფიზიკურ  განადგურებას  გადაურჩა.

No comments:

Post a Comment