
ჟონგლიორების გამოსვლების შინააარსი შეესატყვისებოდა გლეხების, ხელოსნების, ქარგლების, წვრილი ვაჭრების განწყობილებას, მაგრამ მათი გესლიანი დაცინვები პრივილეგირებული წოდებების წარმომადგენლებზე აღიზიანებდა ხელისუფლებასა და სამღვდელოებას. თუ ჟონგლიორები სასურველი სტუმრები იყვნენ ხალხის შეკრებაზე, სახელმწიფო და ეკლესია ყოველნაირდ ავიწროვებდა და დევნიდა მათ.
დროთა განმავლობაში იხვეწებოდა ჟონგლიორთა ხელოვნება და მახვილსიტყვიერება. ზოგ ქვეყანაში ისინი ერთიანდებოდნენ ,,საძმოებად".
,,ჟონგლიორი" ფრანგული სიტყვაა და ამჟამად იხმარება მხოლოდ ცირკში. ჟონგლიორებს უწოდებენ ცირკის მსახიობებს, რომლებსაც აქვთ უნარი ერთდროულად ააგდონ და დაიჭირონ რამდენიმე საგანი.
No comments:
Post a Comment