Tuesday, March 20, 2018

ალექსანდრე ორბელიანი ვორონცოვის მმართველობის შესახებ:


"სხვა წარსული მთავარმართებლები ხომ გვატყუილებდნენ, მაგრამ ისინი უფრო დესპოტურათ მძვინვარებდნენ, ხოლო ის დრო ვარონცოვისა საქართველოში, ჩვენგნით გამოუცდელი სულ სხუა გუარი მოსატყუებელი დრო იყო ჩუენი ვორონცოვისაგან... ალერსითა მითამ კაიკაცობას გვიჩვენებდა, ნამეტნავად უფრო კიდევ იმათ მომატებით, ვინც რუსეთის ინტერესზე იქცეოდა. მასთან ხელგაშლილი, ჩინებსა და სხუადასხუა ჯილდოს იძლეოდა, თან ბევრი კარგი შეძლება და განცხრომა ჰქონდა ხოლმე... ამიტომ ვარონცოვის სახელს ადიდებდნენ ქართუელები: ეს რა ღვთიური კაცი მოგვივიდაო, მაგრამ მეკი ზედმიწევნით ვიცოდი, ესეები სულ მოჩუენება იყო ვარონცოვისგან. რომ საქართველოს ხალხი გართულები იყვნენ დროებითად ამაებში და მთავრობაზედ ცუდი ფიქრი აღარავის აღარ ჰქონდეს. ამისთვის, რომ ვარონცოვის დროსა შამილი და დაღესტანი განძლიერებულნი იყვნენ. ქართუელებისაგანაც ეშინოდა, მაგრამ ვარონცოვმა იმ თავისი ცბიერულის გონებითა ესეები სულ ჩაშალა და ბოლო დროს ისევ ისე მონებაში დარჩნენ ქართუელები, როგორც ადრე იყვნენ რუსებისა.  ... იმისი ყოველი მიმართულება, იმისი ცხრა წლის მართუელობა კავკაზია საქართუელოში, სულ რუსეთის ამაღლება იყო და ცფიერულად ჩუენი წახდენა. ... ვარანცოვამდისინ ქართუელები შორს ვიდექით რუსებზე და იმან რუსებში გაგვრია, შეგვაერთა ამ ცფიერმა დიპლომატმა."

No comments:

Post a Comment