Tuesday, March 20, 2018

არჩილ ჯორჯაძე ვორონცოვის მმართველობის შესახებ:


„ვორონცოვის დანიშვნა კავკასიის ნამესტნიკად ფრიად სასარგებლო და გამოსადეგი გახდა ქართულ ახალ კულტურის აღორძინებისათვის. მიძინებული ერი თითქოს გამოფხიზლდა და დეზორგანიზაციაში მოყვანილი საზოგადოებრივი სხეული გამრთელების და განკურნების იმედმა შეიპყრო... ვორონცოვის ხანა შეიქმნა ქართულ კულტურის აღორძინების ხანად... ვორონცოვის პოლიტიკა იყო სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ამაოდ ეძებდა რუსეთის მმართველობის წრეში ქართველთა პოლიტიკური აზროვნება - ერთგულება და მჭიდრო კავშირი რუსეთთან, ხოლო ნაცვლად ამისა, ქართველების ეროვნულ-კულტურული აღორძინების უზრუნველყოფა რუსეთის მფარველობის ქვეშ... ვორონცოვმა პირველმა გაბედულად გამოაცოცხლა ეს დღემდე განუხორციელებელი იმედი. ქართველთა ეროვნული კულტურა რუსეთის მფარველობის ქვეშ - ეს ოცნება რეალობად იქცა..."

No comments:

Post a Comment